Робота для біженців з України
ლოგისტიკის გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოგისტიკის გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: პრემიუმ ლოჯისტიკს ინთერნეიშენალ
გამოქვეყნდა: 09 ივნისი / ბოლო ვადა: 09 ივლისი
კომპანია "პრემიუმ ლოჯისტიქს ინთერნეიშენალ" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი და პირობები:



სამუშაო ადგილი: თბილისი, გაბრიელ სალოსის 132 ნომერი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:30 - 17:30

ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით + ბონუსი (10% მარჟის)



ძირითადი მოვალეობები:



** ახალი მომხმარებლების მოძიებასა და მათთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა, მომხმარებელთა ბაზის შექმნა;

** გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებთან;

** შეკვეთების მიღება/გაფორმება და მათი ოპერატიულად შესრულების კონტროლი, სრული ლოგისტიკური ციკლის დაგეგმვა და კონტროლი;

** დასახული გეგმების შესრულება, ანალიზი და რეპორტინგი;
** დებიტორული დავალიანებების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:



** სასურველია უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (ინგლისური, ქართული, თურქული.);

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ლოგისტიკის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. 



პიროვნული უნარ-ჩვევები:



** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;

** დეტალებზე ორიენტირებულობა;

** გუნდურად მუშაობის უნარი;

** შედეგებზე ორიენტირებულობა;

** პუნქტუალურობა და ყურადღებიანობა.



ჩვენ გთავაზობთ:



** სტაბილურ სამუშაო გარემოს;

** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს.




დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე office@premiumlogistics.ge და გთხოვთ, სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. ლოგისტიკის გაყიდვების მენეჯერი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე