Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 09 ივნისი / ბოლო ვადა: 09 ივლისი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე. (სპეცტექნიკის და მძიმე ტექნიკის მიმართულება)

ანაზღაურება: 1300 ლარი ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვიდან
სამუშაო გრაფიკი: სრული.

სამუშაოს მოკლე აღწერა:

** მომხმარებელთა ბაზების ფორმირება და გაფართოება;
** ახალი მომხმარებლების მოძიება;
** მომხმარებლებისთვის არსებული პროდუქციის შეთავაზება;
** გაყიდვების გეგმის შესრულება;
** გაყიდვების მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოვლენა და მენეჯმენტისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** შეხვედრების დაგეგმვა მომხმარებლებთან, პრეზენტაციის წარდგენა;
** ბაზრის კვლევა და კონკურენტების ანალიზი;
** მომხმარებლების საჭიროების ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტილების შეთავაზება;
** შეკვეთების აღება და ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
** გაყიდვების შემდგომი კომუნიკაცია მომხმარებლებთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია გაყიდვებში სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მართვის მოწმობის B კატეგორია.
** სასურველია საკუთარი ავტომობილი;
** კორპორატიული გაყიდვების თანამედროვე ტენდენციების ცოდნა;
** მოლაპარაკებების, პრეზენტაციის და კომუნიკაციის გამორჩეული უნარები;

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსი გაყიდვებიდან;
** საწვავით უზრუნველყოფა;
** მზრდად კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია "SMG"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე