|
დასახელება:
ციკლოტრონის პროექტის ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
ავერსი-ფარმა
|
|
გამოქვეყნდა: 09 ივნისი
/ ბოლო ვადა: 25 ივნისი
|
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას ციკლოტრონის პროექტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
პოზიციის მიზანია: ციკლოტრონის პროექტის დაგეგმვა, დანერგვა და შემდგომი ოპერაციული საქმიანობის ეფექტიანი მართვა, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობისა და პროექტის წარმატებული განხორციელების უზრუნველყოფა.
ძირითადი მოვალეობები:
** ციკლოტრონის პროექტის დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება;
** პროექტის ყველა ეტაპის ეფექტიანი კოორდინაცია და მართვა განსაზღვრული მიზნების, ვადებისა და რესურსების შესაბამისად;
** საერთაშორისო პარტნიორებთან, მომწოდებლებთან, კონსულტანტებთან და მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობა;
** ლიცენზირებისა და მარეგულირებელ მოთხოვნებთან დაკავშირებული პროცესების კოორდინაცია;
** ტექნიკური, საოპერაციო და ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება და ზედამხედველობა;
** GMP და სხვა შესაბამისი ხარისხის სტანდარტების დანერგვისა და შესაბამისობის უზრუნველყოფის პროცესში მონაწილეობა;
** პროექტთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და მართვა;
** გუნდის ფორმირება, განვითარება და ხელმძღვანელობა;
** პროექტის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ანგარიშგების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფარმაციის, ქიმიის/რადიოქიმიის, ბიოტექნოლოგიის, მედიცინის, ფიზიკის, ბირთვული ფიზიკის, ინჟინერიის ან სხვა მონათესავე მიმართულებით;
** საშუალო ან მსხვილი მასშტაბის პროექტების მართვის გამოცდილება;
** სასურველია გამოცდილება ფარმაცევტული, სამედიცინო, ტექნოლოგიური ან სამეცნიერო მიმართულების პროექტების, საწარმოო პროცესების, ლაბორატორიული საქმიანობის ან GMP გარემოს მართვაში;
** სასურველია GMP სტანდარტების, ხარისხის მართვის სისტემებისა და მარეგულირებელ მოთხოვნებთან მუშაობის გამოცდილება;
** ძლიერი ლიდერული, ორგანიზაციული, ანალიტიკური და კომუნიკაციის უნარები;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე; დამატებითი სხვა უცხო ენის ცოდნა, ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
** შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოთ საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ინოვაციური სამედიცინო-ტექნოლოგიური პროექტის განხორციელებაში;
** მაღალი პასუხისმგებლობისა და სტრატეგიული მნიშვნელობის მენეჯერულ პოზიციას;
** სრულფასოვან ჩართულობას პროექტის ყველა ეტაპში - დაგეგმვიდან ოპერაციულ მართვამდე;
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 25.06.2026 წელი.
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); 5 77 399 829
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.
CV-ს ან/და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს ავტომატურად ენიჭება შემდეგი უფლებები: პერსონალური მონაცემების მიღების უფლება; მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/X8O9tlxUXO
|
|
|
|