Робота для біженців з України
ჩამოსასხმელი და შესაფუთი განყოფილების ინჟინერი - ნატახტარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჩამოსასხმელი და შესაფუთი განყოფილების ინჟინერი
მომწოდებელი: ლუდსახარში ნატახტარი - EFES საქართველო
გამოქვეყნდა: 09 ივნისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
"ეფეს საქართველო" (ლუდსახარში "ნატახტარი") "Anadolu Efes"-ის შვილობილი კომპანიაა.

"Anadolu Efes" მე-5 ადგილზეა მსოფლიოს უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიათა შორის.

"ეფეს საქართველო" უკვე 15 წელია ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე, როგორც ბაზრის ლიდერი.

"ეფეს საქართველო" (ლუდსახარში "ნატახტარი") აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე:

პოზიცია: ჩამოსასხმელი და შესაფუთი განყოფილების ინჟინერი

სამუშაო ადგილი: სოფ. ნატახტარი

თანამშრომელს ასევე ვთავაზობთ ბენეფიტების პაკეტს:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ტრანსპორტირება თბილისიდან ნატახტარში და უკან
** სასაჩუქრე პროდუქცია ყოველი თვის ბოლოს
** ლანჩი

ძირითადი მოვალეობები:

** ყველა სახის ჩამოსასხმელი და შესაფუთი მოწყობილობის ოპტიმალური ტექნიკური მდგომარეობის უზრუნველყოფა რეგულარული შემოწმებისა და სამუშაოს შესრულების მონიტორინგის გზით.
** პრევენციული და მაკორექტირებელი ტექნიკური მომსახურების ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება შეფერხებების მინიმუმამდე დასაყვანად და უწყვეტი წარმოების უზრუნველსაყოფად.
** დანადგარის მუშაობის მონიტორინგი (ეფექტურობა, შეფერხებები, დანაკარგები) და გაუმჯობესებების განხორციელება ხაზის ეფექტურობის გაზრდის მიზნით.
** სხვადასხვა ფორმატის (ბოთლები, ქილები, კასრები) აღჭურვილობის სათანადოდ დაყენება, რეგულირება და კალიბრაცია.
** ავარიებისა და ხარისხის პრობლემების ძირეული მიზეზების ანალიზში მონაწილეობა და მუდმივი მაკორექტირებელი ქმედებების განხორციელება.
** ტექნიკური მომსახურებისა და წარმოების გუნდებთან კოორდინაცია წარმოების დროს ტექნიკური პრობლემების სწრაფი გადაჭრის უზრუნველსაყოფად.
** ოპერატორების ტრენინგი და ხელმძღვანელობა დანადგარის სათანადო მართვაში, საბაზისო მომსახურებასა და პრობლემების მოგვარებაში.
** პოტენციური ტექნიკური რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ზომების განხორციელება წარმოების დანაკარგების ან ხარისხში გადახრების თავიდან ასაცილებლად.
** ტექნიკური მომსახურების საქმიანობისთვის კრიტიკული სათადარიგო ნაწილების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
** ახალი ინვესტიციების კვლევებში მონაწილეობა; ამ ინვესტიციების რეალიზაციის დროს საჭირო მოვალეობების შესრულება.
** მონაცემთა შევსების და ანგარიშგების საკითხების განსაზღვრა და მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მიწოდების ჯაჭვის სფეროში, სასურველია FMCG სექტორში.
** უმაღლესი განათლება მექანიკური ინჟინერიის მიმართულებით.
** ჩამოსხმისა და შეფუთვის პროცესების ფუნდამენტური ცოდნა.
** მიწოდების ჯაჭვთან დაკავშირებული ზოგადი პროცესების საბაზისო ცოდნა.
** სრულყოფილი ცოდნა დანადგარების ტექნიკური მომსახურების (Maintenance) შესახებ.
** პრობლემების გადაჭრისა და ანალიტიკური აზროვნების უნარები.
** კარგი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა სავალდებულოა.

რეზიუმეს (ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის) გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები დამუშავდება ს.ს. "ლომისი"-ს მიერ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება მაქსიმუმ 12 თვის ვადით.

დეტალურად წესები და პირობები პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ს.ს. "ლომისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში, რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე: www.natakhtari.com

განგიმარტავთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გაცნობა, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, გადატანა. თითოეული უფლების განმარტება და შინაარსი ასევე მოცემულია ს.ს. "ლომისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში.

აღნიშნული უფლებების განხორციელების მიზნით შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: info@ge.anadoluefes.com და eghr@ge.anadoluefes.com.

ს.ს. "ლომისი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტის მისამართზე: career@ge.anadoluefes.com

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 19 ივნისი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე