Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი - საბურთალო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ოლივანდერ გრუპი
გამოქვეყნდა: 08 ივნისი / ბოლო ვადა: 08 ივლისი
შპს "ოლივანდერ ჯგუფი" ეძებს გუნდის ახალ წევრებს. კომპანია "ოლივანდერ გრუპი" ყველასათვის საყვარელი ფილმებისა და ანიმაციების ბრენდული მაღაზიების ოპერატორი კომპანიაა საქართველოში.

ამ ეტაპზე ცხადდება ვაკანსია მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

თუ შენ:

** გიყვარს ფილმები, ანიმაციები და მათი ნახვა შენი ყოველდღიურობის ნაწილია;
** ხარ ენერგიული, პოზიტიური და კომუნიკაბელური;
** შეგიძლია შენი საყვარელი ფილმებისა და ანიმაციების შესახებ გაუჩერებლად საუბარი;
** სასაუბრო დონეზე ფლობ ინგლისურ ან სხვა რომელიმე უცხო ენას;

მაშინ, ეს ვაკანსია ნამდვილად შენთვისაა!

სამუშაოს აღწერა:

** მომხმარებლებისთვის ამომწურავი და სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის შესახებ;
** პროდუქციის მახასიათებლების, ბრენდის, სტანდარტებისა და კომპანიის შინაგანაწესის ზედმიწევნით ცოდნა და დაცვა;
** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** პროდუქტის რეალიზაციის და სხვა ოპერაციების გაყიდვების პროგრამაში გატარება;
** სალარო ოპერაციების განხორციელება;
** ფილიალის სივრცეში წესრიგის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** ფილმებისა და ანიმაციების შესახებ, რაც შეიძლება მეტი ცოდნა და ამ ცოდნის მომხმარებლებისთვის გაზიარება.

ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი - 950 ლარი პლუს ბონუსი

ვაკანტური ადგილები: ოლივანდერის მაღაზია (სითი მოლი)

განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ნახევარი დღე, 09:45-16:00 სთ ან 16:00-22:00 სთ, შაბათ-კვირას 1 სრული დღე მუშაობა (09:45-22:00 სთ), 1 დღე სრული დასვენება (ცვლასთან შეთანხმებით)

სხვა ბენეფიტები:

** 30 %-იანი კორპორატიული ფასდაკლება კომპანიის ყველა ბრენდულ ფილიალში;
** ფიტპასი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ლინკზე: https://hr.ollivandergroup.ge/careers/97f52465-cc76-48d5-9983-1baf0cd6581f
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე