Робота для біженців з України
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: Made to Make
გამოქვეყნდა: 08 ივნისი / ბოლო ვადა: 08 ივლისი
შპს "Made To Make" - უნიფორმისა და უსაფრთხოების აღჭურვილობის პროდუქციის იმპორტიორი და ოფიციალური წარმომადგენელი ისეთი გლობალური ბრენდებისა, როგორებიცაა 3M, Coverguard და სხვა, გთავაზობთ ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდუბე პლაზა, აკაკი წერეთლის გამზირი.

სამუშაო განაკვეთი:

** კვირის სამუშაო დღეები: 10:00-18:30 სთ;
** შაბათი - 10:00-14:00 სთ.
** ყოველი მეორე შაბათი დასვენების დღე.

ანაზღაურება: ხელზე ასაღები - 1500 ლარი.

მოთხოვნები და ძირითადი მოვალეობები:

** საწყობის მიერ გაცემული ტვირთის მითვლა და ჩაბარება ზედნადების მიხედვით;
** ობიექტების პროდუქციით მომარაგება გაწერილი გეგმისა და მარშრუტის მიხედვით;
** მძღოლის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ავტომობილში საწვავის რაოდენობის შემოწმება, მონიტორინგი, ავტომობილის გარბენის და სარემონტო ჩანაწერების წარმოება, ავტომობილში სისუფთავის დაცვა;
** კომპანიას ჰყავს ავტომობილი - FORD TRANSIT, კანდიდატს უნდა ჰქონდეს მსგავსი ავტომობილის მართვის მოწმობა და მართვის გამოცდილება.

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე arqivi.m2m@gmail.com. გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება (მძღოლი), წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი CV არ განიხილება.

კონკურსის ფორმა: კონკურსი ჩატარდება ინტერვიუს სახით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე