|
დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
Made to Make
|
|
გამოქვეყნდა: 08 ივნისი
/ ბოლო ვადა: 08 ივლისი
|
შპს "Made To Make" - უნიფორმისა და უსაფრთხოების აღჭურვილობის პროდუქციის იმპორტიორი და ოფიციალური წარმომადგენელი ისეთი გლობალური ბრენდებისა, როგორებიცაა 3M, Coverguard და სხვა, გთავაზობთ ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი წერეთლის 77ა.
სამუშაო განაკვეთი:
** კვირის სამუშაო დღეები: 10:00-18:30 სთ;
** შაბათი - 10:00-14:00 სთ.
** ყოველი მეორე შაბათი დასვენების დღე.
ანაზღაურება:
** ფიქსირებული - 550 ლარი;
** ბონუსი - 700 ლარიდან 1500 ლარამდე;
** საშუალო ჯამური შემოსავალი - 1250 ლარიდან 2050 ლარამდე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საბაზისო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ენების ცოდნა: ინგლისური (ჩაითვლება უპირატესობად);
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა;
ძირითადი მოვალეობები:
** სალაროს ოპერაციების შესრულება;
** სპეციალურ პროგრამაში Fina (შეგასწავლით ადგილზე) მუშაობა;
** კომპანიის პორტფელში არსებული პროდუქციის კარგად შესწავლა;
** მომხმარებლისათვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება, სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
** მაღაზიის მენეჯერის მითითებების შესრულება;
** პროდუქციის კონტროლი დახლებზე, მუდმივი შევსება და სათანადოდ განლაგება.
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე arqivi.m2m@gmail.com. გთხოვთ Subject-ში მიუთითოთ სასურველი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
კონკურსის ფორმა: კონკურსი ჩატარდება ინტერვიუს სახით.
|
|
|
|