|
დასახელება:
გრუმერის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
ვეტლაიფი
|
|
გამოქვეყნდა: 08 ივნისი
/ ბოლო ვადა: 08 ივლისი
|
ვეტერინარული კლინიკა "ვეტლაიფი" 2017 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოში და მომხმარებლებს სთავაზობს ვეტერინარულ, დიაგნოსტიკურ და ლაბორატორიულ მომსახურებას.
გუნდის გაფართოების ფარგლებში ვაცხადებთ ვაკანსიას გრუმერის ასისტენტის პოზიციაზე.
მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შრომისმოყვარეობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელური
** ოთხფეხა მეგობრების სიყვარული
** გამოცდილება არ არის სავალდებულო
მოვალეობები:
** ცხოველების დაბანა, გაშრობა;
** ჰიგიენური მოვლის შესწავლის სურვილი და შემდგომ ამ საქმის დამოუკიდებლად შესრულება;
** სამუშაო ადგილის სისუფთავის დაცვა;
** კლიენტებთან თავაზიანი ურთიერთობა და ცხოველისადმი ფრთხილი მოპყრობა.
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 (კვირაში 5 დღე). ანაზღაურება გამომუშავებით: 1100-1450 ლარის ფარგლებში
ლოკაცია: თბილისი, ვაკე-საბურთალო, სიმონ კანდელაკის 41
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოგვიგზავნეთ ელ. ფოსტაზე: hello@vetlife.ge
და გთხოვთ, მეილის subject ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს კანდიდატურას ვერ განვიხილავთ ვაკანტურ პოზიციაზე.
"ვეტლაიფი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სს "ვეტლაიფი"-ს მიერ (ს/ნ 406228657) უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
|
|
|
|