Робота для біженців з України
უმცროსი იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი იურისტი
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 08 ივნისი / ბოლო ვადა: 08 ივლისი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის თანამდებობაზე.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, დამწყებ იურისტს, რომელსაც სურს პროფესიული განვითარება.

სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი.
ადგილმდებარეობა: თბილისი, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მატერიალური და საპროცესო ნორმების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სამართლებრივ დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

ძირითადი ფუნქციები:

** კომპანიის იურისტის ასისტირება ყოველდღიურ საქმიანობაში;
** კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციების გაწევა და დასკვნების მომზადებაში ჩართულობა;
** ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება/მომზადება;
** ხელშეკრულებებისა და ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებაში ჩართულობა;
** საკანონმდებლო ბაზის მონიტორინგი;
** იურიდიული არქივის მოწესრიგება, წარმოება და დადგენილი წესით შენახვა.

პიროვნული თვისებები:

** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებისადმი ყურადღება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სიზუსტე, აკურატულობა;
** ობიექტურობა და პრინციპულობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (СV) 08.07.2026-მდე ელ. მისამართზე vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ - "უმცროსი იურისტი."

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე