Робота для біженців з України
გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 08 ივნისი / ბოლო ვადა: 08 ივლისი
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული (10:00-18:30)
ანაზღაურება: შეთანხმებით: გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია დიზაინის მიმართულებით);
** გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Corel Draw, Adobe Photoshop, Adobe Illustrator);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Word, Power Point, Excel, Outlook).
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** სტამბებთან თანამშრომლობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** სასურველია მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება გრაფიკული დიზაინის მიმართულებით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ეტიკეტების დიზაინის შემუშავება/კორექტირება და საბეჭდად გამზადება;
** კონტრ ეტიკეტების შექმნა/კორექტირება ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე;
** კომპანიის პროდუქციის ყუთების (ხის, მუყაოს) და ტუბუსების შემუშავება;
** კატალოგების, ფლაერების, ბროშურების, ბანერების და სხვა სარეკლამო მასალის დიზაინის შექმნა და მომზადება დასაბეჭდად;
** ახალი პროდუქტების შეფუთვის კონცეფციის შემუშავება და შექმნა;
** გარე რეკლამის დიზაინის მომზადება;

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** კრეატიულობა
** ორგანიზებული
** პუნქტუალური
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გრაფიკული დიზაინერი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

შ.პ.ს. " კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე