Робота для біженців з України
შვედურის მზარეული - ყაზბეგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შვედურის მზარეული
მომწოდებელი: Suatis Resort Kazbegi
გამოქვეყნდა: 08 ივნისი / ბოლო ვადა: 08 ივლისი
სასტუმრო "Suatis Resort Kazbegi" აცხადებს ვაკანსიას შვედურის მზარეულის პოზიციაზე, ყაზბეგში.

ძირითადი მოვალეობები:

** საუზმის და ვახშმის დროული და ხარისხიანი მომზადება
** სამზარეულოში არსებული მარაგების ეფექტურად გამოყენება, კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთა;
** სამზარეულოს პერსონალის სამუშაო დღის დაგეგმვა და მიმდინარე პროცესების გადანაწილება;
** ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
** სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სისწრაფე და დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია სასტუმროს სფეროში;
** პროფესიული განათლება კვებისა და სასმელების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესად).

სამუშაო გრაფიკი: 6-1-ზე,
ანაზღაურება: 2500 ლარი
განთავსებას და კვებას უზრუნველყოფს სასტუმრო;
ლოკაცია: ქ. ყაზბეგი, აჩხოტი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Info@suatis.com; გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება - "შვედურის მზარეული".

კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე