|
დასახელება:
მონაცემთა შეყვანის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
ჰანიველ ცემენტი
|
|
გამოქვეყნდა: 08 ივნისი
/ ბოლო ვადა: 08 ივლისი
|
|
თანდართული ფაილი:
727814_2026__Application_Form_5009153.zip
|
"ჰანიველ ცემენტი" საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰანიველ ცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.
"ჰანიველ ცემენტი" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა შეყვანის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ყაზბეგის 21/ ჰიბრიდული
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 ან 10:00-19:00 საათი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 2
დასაქმების ხანგრძლივობა: 1 თვე (პროექტის დასრულებამდე)
ძირითადი მოვალეობები:
** მონაცემების შეყვანა SAP Successfactors-ის სისტემაში შესაბამის ველში, ზედმიწევნით სიზუსტით
** შეყვანილი ინფორმაციის ვალიდაცია და ხარვეზების იდენტიფიცირება
** მჭირდო კომუნიკაია HR გუნდთან პროცესის სისწორის უზრუნველსაყოფად
** თანამშრომლის შეფასების მონაცემების Excel-იდან სისტემაში გადატანა
** კომპანიაში არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი, მესამე/მეოთხე კურსის სტუდენტი
** სასურველია SAP Successfactors-თან ან მსგავს ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** სასურველია MS Excel-ის ცოდნა
** მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვა
უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებული
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დროის ეფექტური მართვა
** პასუხისმგებლიანი
არსებული პირობები და ბენეფიტები: უფასო სასაუბრო დრო და ინტერნეტი
თუ თქვენ დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ პროფესიულად განვითარდეთ, გთხოვთ, შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოგზავნოთ მისამართზე: Careers@cement.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - მონაცემთა შეყვანის ოპერატორი.
წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.
ჰანიველ ცემენტი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
|
|
|
|