Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=727812&print=yes&view=jobs
 
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ტექნეტი
გამოქვეყნდა: 08 ივნისი / ბოლო ვადა: 08 ივლისი
IT კომპანია "ტექნეტი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2014 წლიდან. კომპანია არის ისეთი წამყვანი ბრენდების ავტორიზებული პარტნიორი როგორებიცაა: HPE, Dell, Cisco, Hikvision და ა.შ.

კომპანია "ტექნეტი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ხელმძღვანელის სამუშაო პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია;
** შეხვედრების ორგანიზება და კალენდრის მართვა;
** ოფიციალური დოკუმენტაციისა და საქმიანი კორესპონდენციის მომზადება ქართულ ენაზე;
** პარტნიორებთან და გარე ორგანიზაციებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოება (მაგ.: დაზღვევის გაკეთება როგორც ავტომობილებზე აგრეთვე, თანამშრომლებისთვის სადაზრვევო კომპანიების მოძიება; კონტროლი ვადის გასვლამდე და კონკურენტუნარიანი ფასების მოძიება);
** ელექტრონული ფოსტისა და სატელეფონო კომუნიკაციის მართვა;
** საოფისე ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება და მხარდაჭერა (მაგ. ⁠ვაკანსიების დროული განთავსება);
** დოკუმენტბრუნვის მართვა და არქივის მოწესრიგება;
** ხელმძღვანელის მიმდინარე დავალებების დროული და ხარისხიანი შესრულება;.
** კომპანიაში დასაქმებულების მოსვლა-წასვლის კონტროლი;
** კომპანიის ბალანსზე ავსებული ნივთების დასაქმებულებისთვის, მიღება-ჩაბარების აქტით გაცემა და დაბრუნების შემდეგ ვარგისიანობის შემოწმება და შესაბამისი დაბრუნების აქტის წარმოება;
** კომპანიის ხარჯით დასაქმებულებისათვის ტაქსის გამოძახება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ადმინისტრატორად, ოფის-მენეჯერად ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** MS Office პროგრამების კარგი ცოდნა (Word, Excel, PowerPoint, Outlook)
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა, სამუშაო დონეზე, როგორც წერილობით, ისე კომუნიკაცია.

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი
** ძლიერი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** მრავალამოცანიან გარემოში მუშაობის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 09:30-19:00
** ადგილმდებარეობა: თბილისი
** ანაზღაურება: 1250 ლარი (ხელზე ასაღები)

დაინტერესებული კანდიდატებისთვის:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მეილზე: m.zerekidze@technet.ge სათაურში მიუთითეთ: "ოფისი-მენეჯერი"

გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია