|
დასახელება:
მიმტანი/მზარეულის დამხმარე
|
| მომწოდებელი:
ლუდის სახლი 1945
|
|
გამოქვეყნდა: 08 ივნისი
/ ბოლო ვადა: 08 ივლისი
|
"ლუდის სახლი 1945" აცხადებს მიმტანის/მზარეულის დამხმარეს ვაკანსიას (2 პოზიცია)
სამუშაო ადგილი: ქ. გორი, სტალინის #22 (შიოს წყარო)
ანაზღაურება:
1. მიმტანი - 1000-1500 ლარი (დამოკიდებულია გამოცდილებაზე)
2. მზარეულის დამხმარე - 1000-1500 ლარი (დამოკიდებულია გამოცდილებაზე)
1. მიმტანი
სამუშაოს აღწერა:
** სტუმრების დახვედრა, შეკვეთების მიღება და სამზარეულოსთვის გადაცემა;
** სალარო აპარატთან და საბანკო ტერმინალებთან მუშაობა;
** სამუშაო ადგილზე სისუფთავისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
** მიმტანად მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება;
** სასურველია სალარო აპარატთან და საბანკო ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობიანი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** სიახლის სწრაფად ათვისების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
2. მზარეულის დამხმარე
სამუშაოს აღწერა:
** მუშაობის პროცესში მზარეულის დახმარება. კერძების მოსამზადებლად საჭირო პროდუქტების გამზადება, გასუფთავება, დაჭრა;
** პროდუქტების შენახვა, შენახვის წესების დაცვა და ვადების კონტროლი;
** სამუშაო ადგილზე სისუფთავის და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
** სასურველი ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება;
** პასუხისმგებლობიანი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** სიახლის სწრაფად ათვისების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: Gi.matiashvili@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 558 10 29 24.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა არის: 2026 წელის 8 ივლისი
კომპანია "ლუდის სახლი -1945" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
კომპანია "ლუდის სახლი - 1945"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ლუდის სახლი -1945"- ს მიერ დამუშავდება თქვენთან შესაძლო შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და შენახული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|