Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=727799&print=yes&view=jobs
 
მოლარე-კონსულტანტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: Smart Store
გამოქვეყნდა: 08 ივნისი / ბოლო ვადა: 08 ივლისი
"Smart Store" არის თანამედროვე და მზარდი კომპანია, სადაც ვქმნით მეგობრულ, კომფორტულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს. ჩვენი მაღაზია აღჭურვილია თანამედროვე პროგრამული სისტემებით, რომლებიც ამარტივებს ყოველდღიურ სამუშაო პროცესს და თანამშრომლებს შესაძლებლობას აძლევს, მეტი დრო დაუთმონ მომხმარებელთან ეფექტურ კომუნიკაციას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომლის კეთილდღეობა და პროფესიული განვითარება. სწორედ ამიტომ, მუდმივად ვზრუნავთ გუნდის წევრების მხარდაჭერაზე, ცოდნის გაღრმავებასა და კარიერული ზრდის შესაძლებლობების შექმნაზე. თუ ეძებთ ადგილს, სადაც შეძლებთ განვითარებას, ახალი გამოცდილების მიღებას და მეგობრულ გუნდთან მუშაობას, Smart Store სწორედ თქვენთვისაა.

ვაკანსია: მოლარე-კონსულტანტი

მის: ქ. ქუთაისი, რუსთაველის 110
სამუშაო გრაფიკი: 11:00-21:00 (1 საათი შესვენება)
სამუშაო დღეები: დღეგამოშვებით. ასევე შესაძლებელია გრაფიკი: 2 სამუშაო დღე / 2 დასვენების დღე.

უნარ-ჩვევები:

** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ახალ გარემოსა და სამუშაო პროცესებთან მარტივი ადაპტაციის უნარი.

გამოცდილება:

სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის. უპირატესობად ჩაითვლება მობილური ტელეფონებისა და აქსესუარების მაღაზიაში მუშაობის გამოცდილება.

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.

საკონტაქტო:

Globjanidze00@gmail.com
595006633
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია