Робота для біженців з України
ბარისტა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა
მომწოდებელი: მეამას ფრენშაიზი
გამოქვეყნდა: 08 ივნისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
მეამას ფრენშაიზი თავის გუნდში იწვევს აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს ბარისტას პოზიციაზე.

ვეძებთ ახალგაზრდებს, რომლებსაც აინტერესებთ მრავალფეროვან პროდუქტებთან მუშაობა და უყვართ ხალხთან კომუნიკაცია.

მეამა ფრენშაიზი არის ახალი კონცეფციის ყავის ობიექტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს, როგორც მეამას კაფსულის უნიკალურ გემოებს, ასევე ყავაზე და ჩაიზე დაფუძნებულ სხვადასხვა კოქტეილს.

თბილისის ფილიალების მასშტაბით, ჩვენს მეგობრულ გუნდში ვეძებთ თანამშრომლებს;
ანაზღაურება: 880 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან ;
სამუშაო განაკვეთი - სრული (შესაძლებელია ნახევარ განაკვეთზე მუშაობაც)
ლოკაცია: თბილისი

მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** ცხელი და ცივი ყავის/ჩაის სხვადასხვა სახეობის სასმელის მომზადება;
**მეამას პროდუქტების დეტალური ცოდნა და მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქტის შერჩევა;
** სალარო ოპერაციების პროგრამული გატარება;
**სამუშაო გარემოში ჰიგიენური ნორმების დაცვა.

საბოლოო ეტაპზე შერჩეული კანდიდატები გაივლიან პროფესიული გადამზადებას მეამას პროდუქტების და მუშაობის სტანდარტების შესაბამისად.

მოთხოვნები:

** მნიშვნელოვანია კანდიდატს ჰქონდეს გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი;
**სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** ორგანიზებული და პუნქტუალური;
** საბაზისო დონეზე საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ბარისტად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. მისამართზე: Corporate-Finders@outlook.com

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 19 ივნისი.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ბარისტა"

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე