Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=727741&print=yes&view=jobs
 
აპლიკაციების მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აპლიკაციების მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 08 ივნისი / ბოლო ვადა: 08 ივლისი
სსიპ "ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს" გუნდში ველოდებით აპლიკაციების მხარდაჭერის სპეციალისტს.

ორგანიზაციის შესახებ:

** ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების დანერგვა და მართვა;
** ინტეგრირებული სასერვერო და ქსელური ინფრასტრუქტურის შექმნა, მისი უსაფრთხო და ეფექტური მუშაობის და განვითარების უზრუნველყოფა;
** კომპიუტერული ტექნიკისა და პერიფერიული მოწყობილობების, ტელესაკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** ინფორმაციული სისტემების და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** შესაბამისი სახელმწიფო სერვისების მართვის ინტეგრირებული ციფრული სისტემების შემუშავება, დანერგვა, მხარდაჭერა და განვითარება.
** სააგენტო ავითარებს და მხარს უჭერს ფართო გამოყენების 100-მდე ციფრულ სისტემას და მოდულს, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე დასაქმების ხელშემწყობ სექტორებში სერვისების უწყვეტობას. როგორც მუდმივად ზრდაზე ორიენტირებული და მერიტოკრატიული ინსტიტუტი, მოხარულები ვართ მივიღოთ განვითარებაზე ორიენტირებული პროფესიონალები.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში)
** აპლიკაციების მხარდაჭერის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

ფუნქციები:

** დაფიქსირებულ ინციდენტებზე საჭიროების შემთხვევაში ესკალაცია (გადაცემა დეველოპმენტის, სისტემური/ქსელის ადმინისტრატორების ან სხვა ჯგუფებზე) და შემდგომი შესრულების მონიტორინგი;
** ინციდენტების ანალიზი და სისტემატური განმეორებების შემთხვევაში პრობლემად ჩამოყალიბება;
** არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლების და უფლებების მართვა.

შრომის ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

კონკურსის ეტაპები:

** პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა;
** მეორე ეტაპი - განაცხადების გადარჩევის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან ტექნიკური გასაუბრება.

გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 08.07.2026

დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@ita.gov.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

სსიპ - ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო გისურვებთ წარმატებას!

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CVს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. შესაბამისად, რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში სსიპ ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო იტოვებს უფლებას, დაამუშაოს აპლიკანტის პერსონალური მონაცემები შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია