|
დასახელება:
არქიტექტორი/მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სტუდიო ალფა სახლი
|
|
გამოქვეყნდა: 08 ივნისი
/ ბოლო ვადა: 08 ივლისი
|
ალფა ჯგუფი წარმოადგენს დეველოპერულ კომპანიას, რომელიც წარმატებით საქმიანობს საქართველოში 2003 წლიდან.
კომპანიის პროექტები:
https://alphahome.ge/ka
https://lisitopograph.ge
არქიტექტურული კომპანია "სტუდიო ალფა" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის/მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
** განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** მრავალფეროვან პროექტებს
** კარიერული ზრდის პერსპექტივას
ძირითადი მოვალეობები:
** საპროექტო წინადადების მომზადებაში მონაწილეობა
** პროექტის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
** საპროექტო დოკუმენტაციის შემოწმება ხარვეზების არსებობის თაობაზე
** პროექტის სხვადასხვა საკითხების/სქემების შეთანხმება მომიჯნავე სპეციალისტებთან. (კონსტრუქცია, გეოდეზია, ტექნოლოგიური სქემები, საინჟინრო სქემები და სხვ.)
** ყოველკვირეული რეპორტის მომზადება შესრულებული სამუშაოების შესახებ
** პროექტის მიმდინარეობის პროცესის ორგანიზება და კონტროლი
** პროექტის ვადების კონტროლი და დაცვა
** საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოწოდება
** მომსახურების გამწევ სპეციალისტებთან/ორგანიზაციებთან ხელშეკრულების მომზადება/გაფორმება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** არქიტექტურის ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი.
** 41 დადგენილების და სხვა მოქმედი კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, Autocad, photoshop)
** Archicad - მაღალ დონეზე ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** მერიის არქიტექტურულ სამსახურში (3 - 4 კლასის ობიექტები) მუშაობის
გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
სამუშაო პირობები:
გრაფიკი: ორშ - პარ. 10:00 - 19:00.
ანაზღაურება: 4 000 - 5 000 ლარი, კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე
ადგილმდებარეობა. ქ. თბილისი. რუსთაველის გამზირი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: studio@alphahome.ge
|
|
|
|