|
დასახელება:
შიდა აუდიტი
|
| მომწოდებელი:
უნისონი
|
|
გამოქვეყნდა: 08 ივნისი
/ ბოლო ვადა: 08 ივლისი
|
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.
ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე,
ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს შიდა აუდიტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები:
** კომპანიაში არსებული და მიმდინარე პროცესების შესწავლა და მათი აღწერა;
** კომპანიის ბიზნეს პროცესების შესაბამისობის დადგენა შიდა პოლიტიკებთან და პროცედურებთან;
** კომპანიაში დანერგილი კონტროლის სისტემებისა და მექანიზმების ეფექტურობის შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციები.
** ბიზნეს პროცესებში არსებული ხარვეზების და შეუსაბამობების იდენტიფიცირება და შეფასება დეპარტამენტები მიხედვით;
** ბიზნეს პროცესების გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
** გაცემული რეკომენდაციების შესრულების პერიოდული მონიტორინგი;
** თაღლითობის შემთხვევების გამოვლენა, გამოკვლევა და შესაბამისი რეაგირება;
** წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება.
** შიდა აუდიტის ყოველთვიური რეპორტის მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, იურიდიული, ფინანსების ან/და აუდიტის მიმართულებით;
** აუდიტორის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (საბანკო /სადაზღვევო სფეროში ან/და აუდიტორულ კომპანიებში მუშაობის გამოცდილების მქონე აპლიკანტებს მიენიჭებათ უპირატესობა)
** საოფისე პროგრამების ცოდნა და შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** კონფიდენციალური ინფორმაციის მართვა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) იმეილზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - შიდა აუდიტი.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პესრონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.
|
|
|
|