|
დასახელება:
ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 08 ივნისი
/ ბოლო ვადა: 08 ივლისი
|
კომპანია ეძებს ორგანიზებულ, პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ ადმინისტრატორს, რომელიც უზრუნველყოფს ოფისის გამართულ ფუნქციონირებას და ადმინისტრაციული პროცესების ეფექტურად მართვას.
კომპანია ოპერირებს უძრავი ქონების დეველოპმენტის მიმართულებით.
პოზიციის დასახელება: ადმინისტრატორი
ძირითადი მოვალეობები:
** ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია;
** შემომავალი ზარების, ელექტრონული ფოსტისა და კორესპონდენციის მართვა;
** დოკუმენტაციის მოწესრიგება, აღრიცხვა და არქივირება;
** შეხვედრების, ვიზიტებისა და საოფისე პროცესების დაგეგმვა;
** თანამშრომლებთან, კლიენტებთან და მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
** საოფისე მარაგებისა და საჭირო ინვენტარის კონტროლი;
** საოფისე და ადმინისტრაციული საჭიროებებისთვის შესყიდვების პროცესში მონაწილეობა და მომწოდებლებთან ურთიერთობა;
** ხელმძღვანელობისთვის ყოველდღიური ადმინისტრაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
** ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის მინ 1 წლიანი გამოცდილება;
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და დროის მართვის უნარი.
სახელფასო დიაპაზონი: 1500-1800 ლარი;
სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ (10:00-19:00).
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@yorktowers.com
რეზიუმეს (CV) გაგზავნით, თქვენ ეთანხმებით თქვენი პირადი მონაცემების დამუშავებას შემდეგი მიზნებისთვის: თქვენი განაცხადის შეფასება, აღნიშნულ პოზიციაზე თქვენი შესაბამისობის განსაზღვრა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის მართვა. ეს მონაცემები უსაფრთხოდ შეინახება მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში და ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ უფლებამოსილი პირებისთვის. თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს მოითხოვოთ თქვენი მონაცემების ნახვა, შესწორება ან წაშლა, ასევე გააუქმოთ თქვენი თანხმობა - რაც არ იმოქმედებს თანხმობის გაუქმებამდე განხორციელებული დამუშავების კანონიერებაზე.
|
|
|
|