Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=727700&print=yes&view=jobs
 
მოლარე-რეგისტრატორი - დიდი დიღომი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-რეგისტრატორი
მომწოდებელი: ენმედიცი
გამოქვეყნდა: 08 ივნისი / ბოლო ვადა: 08 ივლისი
კლინიკა "ენმედიცი" აცხადებს მოლარე-რეგისტრატორის ვაკანსიას.

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, დიდი დიღომი, მირიან მეფის ქ. N15

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო მიმართულებით)
** დასაქმების ისტორია - (გამოცდილება მსგავს პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებაში ჩაითვლება უპირატესობად.)
** MS Office-ს კარგი ცოდნა.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** პაციენტების გამოკითხვა, იდენტიფიცირება და მათი სამედიცინო მომსახურების დაფინანსების წყაროს გარკვევა.
** პაციენტის რეგისტრაცია შესაბამის პროგრამაში, ანგარიშსწორება მაქსიმალური სიზუსტით მომსახურების ხარისხის სტანდარტების დაცვით.
** პირადობის მოწმობის მონაცემების, მიმართვის ბარათის, სადაზღვევო პოლისის, საგარანტიო წერილის მონაცემთა ბაზაში შეტანა/გადამოწმება;
** სალარო აპარატის ჩეკის გაცემა, მომსახურების საფასურის გადახდის ქვითრის შესაბამისად;
** პაციენტის მომსახურებასთან დაკავშირებული სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება, არქივაცია/შენახვა არსებული წესების დაცვით.

დამატებითი მოთხოვნები:

** კომუნიკაბელური, მოწესრიგებული, თავაზიანი.
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 17:00-მდე.
შაბათი: 09:00-დან 15:00-მდე.
ანაზღაურება: 1000 ლარი

"პოზიცია ითვალისწინებს როტაციით მუშაობას კლინიკის ფილიალებში (დიღმის მასივი, ლუბლიანას ქ. №38ა და ვაკე, არაყიშვილის ქ. №2) მოლარე-რეგისტრატორების შვებულების ან დროებითი არყოფნის პერიოდში."

თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@enmedic.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია