Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=727684&print=yes&view=jobs
 
უფასო პროფესიული პროგრამა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფასო პროფესიული პროგრამა
მომწოდებელი: კოლორპაკი
გამოქვეყნდა: 08 ივნისი / ბოლო ვადა: 08 ივლისი
ბეჭდვისა და შეფუთვის თანამედროვე ინდუსტრია გთავაზობს სტაბილურ კარიერას, პრაქტიკულ გამოცდილებას და პროფესიულ განვითარებას.

რას მიიღებ პროგრამაში მონაწილეობისას:

უფასო სწავლას 4-თვიან სახელმწიფო ავტორიზებულ პროფესიულ პროგრამაზე და სახელმწიფო სერტიფიკატს პროგრამის წარმატებულად დასრულების შემდეგ პრაქტიკულ გამოცდილებას და დასაქმების რეალურ შესაძლებლობას ლიდერ კომპანიაში "კოლორპაკი", ხოლო თეორიულ სწავლებას პროფესიონალებთან "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში."

შესაძლებლობას აირჩიო ორი მოთხოვნადი პროფესიიდან ერთ-ერთი:

1. ბეჭდვის პროცესების ტექნიკოსი

შეისწავლი თანამედროვე საბეჭდი ტექნოლოგიების მართვას და წარმოების პროცესს. (საბეჭდი დანადგარების მუშაობას, ბეჭდვის ტექნოლოგიებსა და პროცესებს, ფერების და ხარისხის კონტროლს, საბეჭდი მასალების შერჩევას და ა.შ)

2. ბეჭდვის შემდგომი პროცესების ტექნიკოსი

შეისწავლი დაბეჭდილი პროდუქციის საბოლოო დამუშავებას და დასრულების ტექნოლოგიებს (ჭრის, აკინძვისა და შეფუთვის პროცესებს და ა.შ)

სად შეძლებთ დასაქმებას:

** საბეჭდ და საგამომცემლო კომპანიებში;
** თანამედროვე საწარმოო და ტექნოლოგიურ კომპანიებში;
** ეტიკეტებისა და სარეკლამო პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებში;
** ბეჭდვისა და შეფუთვის საწარმოებში;
** წიგნების, ჟურნალებისა და სარეკლამო მასალების მწარმოებელ კომპანიებში;
** ეტიკეტებისა და ყუთების წარმოებაში.

პროგრამებზე რეგისტრაცია შეუძლია სრული ზოგადი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან.

პროგრამა ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, პროექტის "ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს ბეჭდვისა და შეფუთვის სექტორში" ფარგლებში.

დარეგისტრირდი დღესვე!

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 511102051
ელ. ფოსტა: a.tatkhashvili@phfavorite.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია