Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=727683&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: მეტროპოლ მენეჯმენტ
გამოქვეყნდა: 08 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
დეველოპერული კომპანია "მეტროპოლ მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

"მეტროპოლ მენეჯმენტი` - http://www.metropol.ge არის სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანია, რომელმაც მომხმარებლის ნდობა ბაზარზე შესვლისთანავე მოიპოვა. კომპანიის არსებობა მნიშვნელოვან ადამიანურ ფასეულობებს ემყარება, შესაბამისად, მიზნად ვისახავთ, ჩვენი შექმნილი პროექტები სრულყოფილად ერგებოდნენ მომხმარებლების ცხოვრების ყველა აუცილებელ სტანდარტს.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვება/ლანჩი
** ჯანმრთელობის დაზღვევის პრემიუმ პაკეტი
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა

სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი -პარასკევი 10:00-19:00 სთ.
სამუშაო ადგილი - თბილისი, ილია ჭავჭავაძის 29.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით;
** აუცილებელია ამავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი (უპირატესობა მიენიჭებათ სამშენებლო სფეროში გამოცდილების მქონე კანდიდატებს);
** აუცილებელია ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** აუცილებელია საბუღალტრო პროგრამა BALANCE-ში მუშაობის გამოცდილება/ცოდნა;
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Excel;
** Rs.ge-ზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტაცია და ანალიტიკური აზროვნება
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა, დროის სწორი მართვა
** გუნდური მუშაობის უნარი

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 20 ივნისი.

გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@metropol.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ბუღალტერი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია