Робота для біженців з України
ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: ბაზისბანკი
გამოქვეყნდა: 08 ივნისი / ბოლო ვადა: 08 ივლისი
ს.ს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

მოვალეობები:

** დოკუმენტების მომზადება ინვესტორებისთვის: ბანკის კვარტალური პრეზენტაციები, კვარტალური რეპორტები, ბროშურები, პრეს რელიზები და სხვა დოკუმენტები;
** ინვესტორებთან რეგულარული კომუნიკაცია, რეპორტინგი, სიახლეების და პრეს- რელიზების გაზიარება;
** კოორდინაციის გაწევა ბანკის წლიური და ნახევარწრიული ანგარიშისთვის, ინფორმაციის შეგროვება, წლიური და ნახევარწრიული ანგარიშების მომზადება;
** ბანკის ინვესტორების გვერდის მართვა და რეგულარულად განახლება;
** უშუალო და ზემდგომი უფროსების მიერ განსაზღვრული სხვა რეპორტების/პრეზენტაციების მომზადება;
** განყოფილების პროექტებში მონაწილეობა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს-ადმინისტრირების მიმართულებით;
** არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება რეპორტინგის, კაპიტალის ბაზრების, ინვესტორებთან ურთიერთობის, აუდიტის მიმართულებით. საბანკო სტრუქტურაში ან შესაბამის საფინანსო ინსტიტუტში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ფლობა მაღალ დონეზე, როგორც სასაუბრო, ისე წერითი (სულ
მცირე Upper Intermediate);
** Microsoft Office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაცია;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრეზენტაციის უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ერთდროულად რამდენიმე საკითხზე მუშაობის და ვადების დაცვის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2026 წლის 22 ივნისის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე