Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=727659&print=yes&view=jobs
 
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ეუ-დენტი
გამოქვეყნდა: 08 ივნისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
შპს "ეუ დენტი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სტომატოლოგიური კლინიკა "ეუ დენტი" ეძებს თანამშრომელს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** მისამართი: ქ. თბილისი, დავით სარაჯიშვილის ქუჩა N17 (ავჭალა, კონიაკის დასახლება);
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 3 სამუშაო დღე, 09:00-დან 21:00 საათამდე;
** ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები);
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.

ძირითადი მოვალეობები:

** შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი და პაციენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** პაციენტების რეგისტრაცია და სამედიცინო ბარათების გახსნა;
** პაციენტების ჩაწერა პირველად და განმეორებით ვიზიტებზე;
** პაციენტთა ნაკადის კოორდინირება და ექიმების ინფორმირება პაციენტების ვიზიტების შესახებ;
** ექიმების სამუშაო გრაფიკის ეფექტიანი მართვა და თავისუფალი დროების ოპტიმიზაცია;
** ვიზიტამდე ერთი დღით ადრე პაციენტებისთვის შეხსენების განხორციელება;
** თანამშრომლებს შორის საჭირო ინფორმაციის დროული მიმოცვლის უზრუნველყოფა;
** პაციენტების მიერ მომსახურების საფასურის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის/ჩეკების გაცემა;
** სალაროსა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** სამუშაო პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობისა და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენა - B1 დონე (ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია)
** MS Office-ის ცოდნა (Word - ძალიან კარგი, Excel - ძალიან კარგი);
** ადმინისტრაციულ ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დატვირთულ სამუშაო გარემოში ეფექტიანად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** თანამედროვე სტანდარტების შესაბამის კლინიკაში მუშაობის გამოცდილებას.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: magda.berikashvili@eu.edu.ge გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ადმინისტრატორი- ეუ დენტი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 22 ივნისი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია