|
დასახელება:
ინოვაციების საზოგადოების განვითარ. დეპ. პროექტების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
|
|
გამოქვეყნდა: 08 ივნისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ინოვაციების საზოგადოების განვითარების დეპარტამენტის პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიციის დასახელება: ინოვაციების საზოგადოების განვითარების დეპარტამენტის პროექტების მენეჯერი
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 ივნისი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ინოვაციების ქუჩა 7 (თბილისის ტექნოპარკი).
მოვალეობები:
** საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინოვაციების საზოგადოების განვითარების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი პროექტების დაგეგმვა, მართვა და მონიტორინგი (პროგრამის კონცეფციის მომზადება, სატენდერო დოკუმენტაციის შედგენა, დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია, ბაზრის კვლევა, აღსრულება და მონიტორინგი);
** ინოვაციების საზოგადოების განვითარების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი აქტივობებისა და პროექტების ფარგლებში, სააგენტოს პარტნიორ ორგანიზაციებთან/საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კომუნიკაცია;
** ინოვაციების საზოგადოების განვითარების ხელშემწყობი აქტივობების ინიცირება და ორგანიზება;
** დაინტერესებული პოტენციური პარტნიორებისთვის წინადადების მომზადება, კომუნიკაცია და თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
** სააგენტოს ინოვაციების საზოგადოების განვითარების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული პროექტების ანგარიშების მომზადება და პერიოდული განახლება;
** საჭიროების მიხედვით, სააგენტოს ინოვაციების საზოგადოების განვითარების დეპარტამენტის კომპეტენციების ფარგლებში, პარტნიორი კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის/ანგარიშების მიწოდების უზრუნველყოფა;
** ინოვაციების საზოგადოების განვითარების დეპარტამენტის საქმიანობის ფარგლებში, ხელმძღვანელის მიერ დელეგირებული სამუშაოს შესრულება;
** სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულება, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.
მოთხოვნები:
** განათლება: ბაკალავრი.
** სამუშაო გამოცდილება: პროექტების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.
** ენები: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.
** კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office-ის კარგ დონეზე ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა;
** დაგეგმვისა და მართვის უნარები;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება;
** გუნდური მუშაობის უნარი.
გთხოვთ ვაკანსიის დეტალები იხილოთ და დაინტერესების შემთხვევაში განაცხადი გააკეთოთ შემდეგ ბმულზე: https://gita.selfrecruit.ge/s/weGal
|
|
|
|