Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=727621&print=yes&view=jobs
 
კვების ტექნოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კვების ტექნოლოგი
მომწოდებელი: მარშე
გამოქვეყნდა: 08 ივნისი / ბოლო ვადა: 08 ივლისი
"მარშე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე კვებითი პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს. ამ ეტაპზე წარმოების ოთხი ძირითადი მიმართულება გვაქვს: ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული, ხორცპროდუქტები და თევზეული. მარშე აქტიურად არის წარმოდგენილი B2B ბაზარზე, ასევე აქტიურად ავითარებს საცალო ვაჭრობის მიმართულებას.

"მარშე" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: კვების ტექნოლოგი

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი (თ. ერისთავის ქუჩა N 5)
სამუშაო გრაფიკი: სრული

თუ ხარ დაინტერესებული მზარდ, ქართული პროდუქციის მწარმოებელ კომპანიაში მუშაობით, თუ ეძებ ახალ გამოწვევებს ახალი პროდუქტების შექმნის, კომუნიკაციის და ბრენდინგის მიმართულებით, გსურს ჩაერთო ბრენდის განვითარების პროცესში, მაშინ შემოუერთდი მარშეს გუნდს!

ძირითადი მოვალეობები:

** ხორცპროდუქტების წარმოების ტექნოლოგიური პროცესების მართვა და კონტროლი;
** რეცეპტურებისა და ტექნოლოგიური ბარათების შემუშავება/განახლება;
** წარმოებაში არსებული პროდუქციის საგემოვნო თვისებების გაუმჯობესება და რეცეპტურის სრულყოფა;
** მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად, პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების ორგანიზება და წარმართვა;
** ხორცპროდუქტების საწარმოო დანადგარებისა და ტექნოლოგიური ხაზების მუშაობის კონტროლი, პარამეტრების მართვა და პროცესების ეფექტურობის უზრუნველყოფა;
** დანადგარების სწორი ექსპლუატაციის მონიტორინგი და ტექნიკურ გუნდთან კოორდინაცია გაუმართაობების პრევენციის მიზნით.
** პროდუქციის ხარისხისა და სტანდარტების უზრუნველყოფა;
** ახალი პროდუქტების დანერგვა და არსებული ასორტიმენტის გაუმჯობესება;
** ნედლეულის, დანაკარგებისა და გამოსავლიანობის კონტროლი;
** სურსათის უვნებლობის სტანდარტების (HACCP/ISO და სხვა) დაცვა;
** საწარმოო პროცესებში პრობლემების იდენტიფიცირება და ოპტიმიზაცია;
** თანამშრომლების ტექნოლოგიური მიმართულებით გადამზადება და მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის ან შესაბამის სფეროში;
** ხორცპროდუქტების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** საწარმოო დანადგარებისა და ტექნოლოგიური ხაზების ეფექტური ექსპლუატაციის, პარამეტრების კონტროლისა და ტექნოლოგიური პროცესების მართვის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** ტექნოლოგიური პროცესებისა და თანამედროვე წარმოების მეთოდების კარგი ცოდნა;
** HACCP-ისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობისა და პროცესების მართვის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@marshe.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "კვების ტექნოლოგი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია