|
დასახელება:
ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
გრანთ თორნთონ
|
|
გამოქვეყნდა: 08 ივნისი
/ ბოლო ვადა: 30 ივნისი
|
"გრანთ თორნთონ" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.
ხანგრძლივობა: გრძელვადიანი
მდებარეობა: ფოთი, საქართველო
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პირველადი დოკუმენტაციის მიღება, წარმოება, დაარქივება და საბუღალტრო ბაზაში ასახვა;
** სალაროს/ბანკის ოპერაციების ყოველდღიური ასახვა ბუღალტრულ პროგრამებში და მათი კონტროლი;
** რეალიზაციების ყოველდღიური ასახვა პროგრამაში;
** საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ასახვა და კონტროლი;
** სასაქონლო ზედნადებებისა და მიღებული მომსახურების აღრიცხვა პროგრამაში;
** სხვა მსგავსი საბუღალტრო ოპერაციების შესრულება;
** RS.GE-ზე მუშაობა.
კვალიფიკაცია, ცოდნა და უნარები:
** უმაღლესი განათლება (ფინანსების მიმართულებით);
** სასურველია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამა Fina და ORIS-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** ანალიტიკური/მათემატიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდურობა;
** შრომისმოყვარეობა.
ხელფასი: 1100-1400 ლარი ხელზე გასაცემი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა სამოტივაციო წერილი და რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: ბუღალტრის დამხმარე, ფოთი
კანდიდატებმა აუცილებლად უნდა მიუთითონ საკონტაქტო ტელეფონი და ელ-ფოსტის მისამართი.
გთხოვთ მეილის სათაურის ველში მიუთითოთ: "ბუღალტრის დამხმარე, ფოთი".
წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30 ივნისი 2026
|
|
|
|