Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=727570&print=yes&view=jobs
 
სუროგაციის პროგრამის აზერბაიჯანულენოვანი კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სუროგაციის პროგრამის აზერბაიჯანულენოვანი კოორდინატორი
მომწოდებელი: აი ვი ეფ ტურს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 08 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
სამედიცინო ტურიზმის სააგენტო "IVF Tours Georgia" აცხადებს ვაკანსიას სუროგაციის პროგრამის აზერბაიჯანულენოვანი კოორდინატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა #23

ძირითადი მოვალეობები:

** აზერბაიჯანულენოვან პაციენტებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
** სუროგაციისა და IVF პროგრამების კოორდინაცია და ადმინისტრირება;
** პაციენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება პროგრამების, პროცედურებისა და ეტაპების შესახებ;
** კლინიკებთან, ექიმებთან, სუროგატ დედებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** პაციენტების ვიზიტების, შეხვედრებისა და კვლევების დაგეგმვა;
** დოკუმენტაციის მართვა და საჭირო ანგარიშგების მომზადება;
** პაციენტების მხარდაჭერა პროგრამის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** აზერბაიჯანული ენის თავისუფლად ცოდნა (სავალდებულო);
** ქართული და/ან რუსული ენის ცოდნა;
** სასურველია IVF, სუროგაციის, სამედიცინო ტურიზმის ან პაციენტთა მომსახურების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** კომუნიკაციისა და ორგანიზების მაღალი უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა (MS Office).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ CV გადმოგვიგზავნოთ ელფოსტით, შემდეგ მისამართზე: m.kozmaashvili@reproart.ge განცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 5 ივლისი. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ რეზიუმეს წარდგენა გულისხმობს, პერსონალური მონაცემების შპს "აი ვი ეფ ტურს ჯორჯიასთვის" გადაცემას და თანხმობის განცხადებას აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის თაობაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია