Робота для біженців з України
აკადემიური თანამდებობები - მედიცინა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აკადემიური თანამდებობები - მედიცინა
მომწოდებელი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 08 ივნისი / ბოლო ვადა: 14 ივლისი
თანდართული ფაილი: 727563_IBSU___Academic_Positions___Mecidine_1558500.zip
"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" 2026 წლის 8 ივნისიდან აცხადებს ღია კონკურსს მედიცინის სკოლაში პროფესორი, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგი მიმართულებით: მედიცინის ინგლისურენოვან პროგრამაზე

მედიკობიოლოგიური მიმართულებით:

** პროფესორი - 5 ვაკანსია;
** ასოცირებული პროფესორი - 6 ვაკანსია (აკადემიური ან პროფესიული ნიშნით);
** ასისტენტ-პროფესორი - 8 ვაკანსია (აკადემიური ან პროფესიული ნიშნით).

პრეკლინიკური მიმართულებით:

** პროფესორი - 5 ვაკანსია;
** ასოცირებული პროფესორი - 6 ვაკანსია (აკადემიური ან პროფესიული ნიშნით);
** ასისტენტ-პროფესორი - 8 ვაკანსია (აკადემიური ან პროფესიული ნიშნით).

კლინიკური მიმართულებით:

** პროფესორი - 7 ვაკანსია;
** ასოცირებული პროფესორი - 10 ვაკანსია (აკადემიური ან პროფესიული ნიშნით);
** ასისტენტ-პროფესორი - 12 ვაკანსია (აკადემიური ან პროფესიული ნიშნით).

ჯანდაცვის მიმართულებით:

** პროფესორი - 5 ვაკანსია;
** ასოცირებული პროფესორი - 6 ვაკანსია (აკადემიური ან პროფესიული ნიშნით);
** ასისტენტ-პროფესორი - 8 ვაკანსია (აკადემიური ან პროფესიული ნიშნით).

კვლევითი მიმართულებით (ჯანდაცვის სფერო):

** პროფესორი - 5 ვაკანსია;
** ასოცირებული პროფესორი - 6 ვაკანსია (აკადემიური ან პროფესიული ნიშნით);
** ასისტენტ-პროფესორი - 8 ვაკანსია (აკადემიური ან პროფესიული ნიშნით).

პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
** შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა;
** აკადემიური საქმიანობის ხედვა;
** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა;
** ინგლისური ენის სასწავლო კურსის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა;

დამატებით კლინიკური მიმართულებებისთვის:

** საექიმო საქმიანობის შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი;
** ბოლო 9 წელი კლინიკური საქმიანობის გამოცდილება.

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

აკადემიური ნიშნით:

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
** აკადემიური საქმიანობის ხედვა;
** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა;
** ინგლისური ენის სასწავლო კურსის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.

დამატებით კლინიკური მიმართულებებისთვის:

** საექიმო საქმიანობის შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი;
** ბოლო 5 წელი კლინიკური საქმიანობის გამოცდილება.

პროფესიული ნიშნით:

** მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია მედიცინის და/ან მომიჯნავე სფეროში პრაქტიკულ მოღვაწეობასთან;
** არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
** აკადემიური საქმიანობის ხედვა;
** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა;
** ინგლისური ენის სასწავლო კურსის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.

დამატებით კლინიკური მიმართულებებისთვის:

** საექიმო საქმიანობის შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი;
** ბოლო 5 წელი კლინიკური საქმიანობის გამოცდილება.

ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

აკადემიური ნიშნით:

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
** აკადემიური საქმიანობის ხედვა;
** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა;
** ინგლისური ენის სასწავლო კურსის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.

დამატებით კლინიკური მიმართულებებისთვის:

** საექიმო საქმიანობის შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი;
** ბოლო 3 წელი კლინიკური საქმიანობის გამოცდილება.

პროფესიული ნიშნით:

** მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია მედიცინის და/ან მომიჯნავე სფეროში პრაქტიკულ მოღვაწეობასთან;
** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა;
** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
** აკადემიური საქმიანობის ხედვა;
** ინგლისურ ენის სასწავლო კურსის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.

დამატებით კლინიკური მიმართულებებისთვის:

** საექიმო საქმიანობის შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი;
** ბოლო 3 წელი კლინიკური საქმიანობის გამოცდილება.

თუ კონკრეტულ აკადემიურ თანამდებობაზე ძირითადი საკონკურსო კრიტერიუმებით შერჩეულ კონკურსანტთა რაოდენობა გადააჭარბებს საკონკურსო ვაკანსიების რაოდენობას, გამარჯვებულთა შესარჩევად გამოყენებული იქნება შემდეგი დამატებითი კრიტერიუმები:

** შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;
** პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
** საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში სწავლა/სწავლების გამოცდილება;
** საერთაშორისო ორგანიზაციის სტრუქტურებში/პროექტებში საქმიანობის გამოცდილება.

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

** განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი ფორმის შესაბამისად აკადემიური თანამდებობისა და მიმართულების მითითებით (იხ. დანართი);
** კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმით (იხ. დანართი);
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** მიღებული განათლების/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტის ასლი (უცხოეთში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ან/და შესაბამისი მიმართულებით პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
** აკადემიური საქმიანობის ხედვა (სწავლება, კვლევა, საზოგადოებრივი აქტივობა);
** შესაბამისი პროგრამის შემადგენელი/შეთავაზებული სასწავლო კურსის სილაბუსები;
** ძირითად და დამატებით კრიტერიუმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში);
** ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ";
** ცნობა "უფლების ჩამორთმევის შესახებ" (საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმება/საქმიანობა ეკრძალება სქესობრივი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევ პირს ან/და სასამართლოს მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებაჩამორთმეულ პირს);
** ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც შეიძლება დადასტურდეს ქვემოთ მოყვანილი ერთ-ერთი კრიტერიუმით

- ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულმცირე, 3 წლის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
- საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საქმიანობის განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
- საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
- ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომის შემდგომი პროგრამის დასრულება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;
- ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატით (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.).

საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება ელექტრონული ფორმით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@ibsu.edu.ge - სათაურის ველში (subject) უნდა მიუთითოთ შესაბამისი მიმართულება და აკადემიური თანამდებობა. ასევე, შესაძლებელია დოკუმენტაციის მატერიალური ფორმით წარდგენა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის სამსახურში სამსახურში, მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, #2, მე-2 სართული, ოთახი №A213. საკონტაქტო ტელ.: 032 280 00 64

"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" იტოვებს უფლებას გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცადეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. კონკურსანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მისი პერსონალური მონაცემები უნივერსიტეტის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მიღებისას, კონკურსანტის მიერ "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან" აფილირებაზე წინასწარ გაცხადებული თანხმობა, საკონკურსო კომისიის მიერ, თანაბარი მონაცემების მქონე კანდიდატთა შერჩევისას, შესაძლოა მიჩნეული იქნას კონკურსანტებს შორის უპირატესობის მინიჭების საფუძვლად და არ უნდა იქნას აღქმული რაიმე სახის დისკრიმინაციად. ამავდროულად, წინასწარი თანხმობა აფილირების შესახებ არ ნიშნავს აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის გარანტიას.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

** წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
** შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (გასაუბრების გრაფიკი/დრო გეცნობებათ პირადად).

კონკურსის ვადები:

** საკონკურსო დოკუმენტების მიღება: 2026 წლის 09 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით;
** კონკურსის პირველი ეტაპი/საბუთების გადარჩევა: 2026 წლის 20 ივლისი;
** კონკურსის მეორე ეტაპი/გასაუბრება: 2026 წლის 22 ივლისი;
** კონკურსის პირველადი შედეგების გამოქვეყნება: 2026 წლის 24 ივლისი;
** აპელაციების/საჩივრების მიღება: 2026 წლის 27 ივლისი;
** აპელაციების/საჩივრების განხილვა: 2026 წლის 28 ივლისი;
** კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება: 2026 წლის 29 ივლისი.

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება შპს "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის" ოფიციალურ ვებგვერდზე: http://www.ibsu.edu.ge

გისურვებთ წარმატებას!

დანართები:

** კონკურსანტის განცხადება
** კონკურსანტის ანკეტა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე