Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=727545&print=yes&view=jobs
 
მსუბუქი ავტოტრანსპორტის ნაწილების იმპორტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მსუბუქი ავტოტრანსპორტის ნაწილების იმპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: გსმ სერვისი
გამოქვეყნდა: 08 ივნისი / ბოლო ვადა: 08 ივლისი
კომპანია გსმ სერვისი 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ავტო/ტექ მომსახურეობაროგორც მსუბუქი, ისე სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვარკეთილი, თვალჭრელიძის მე-4 შესახვევი, #5

გსმ სერვისი აცხადებს ვაკანსიას მსუბუქი ავტოტრანსპორტის ნაწილების იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის შესახებ:

მსუბუქი ავტროტრანსპორტისთვის სათადარიგო ნაწილების იმპორტის წარმოება, საჭირო დოკუმენტების მოძიება, საბაჟოზე წარდგენა და საქონლის დეკლარირების უზრუნველყოფა

შესასრულებელი სამუშაო:

** მსუბუქი ავტოტრანსპორტის ნაწილების საერთაშორისო ბაზრებზე მომწოდებლების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება, შესყიდვისა და იმპორტის უზრუნველყოფა;
** საწყობთან თანამშრომლობა, იმპორტის პოზიციებზე ინფორმაციის მიწოდება;
** სასაწყობე მარაგებიდან გამომდინარე, დეფიციტური სათადარიგო ნაწილების მარაგის შევსება;
** იმპორტის ღირებულებათა ჯაჭვის დათვლა;
** მოთხოვნის დაგეგმარება, შესყიდვების გეგმის ბიუჯეტის დათვლაში მონაწილეობის მიღება;
** არსებული გეგმის მიხედვით შესყიდვების წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel პროგრამის ცოდნა;
** ინგლისური/რუსული ენის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: Hr@gsmservice.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია