Робота для біженців з України
საწყობის და მარაგების მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის და მარაგების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: გსმ სერვისი
გამოქვეყნდა: 08 ივნისი / ბოლო ვადა: 08 ივლისი
კომპანია გსმ სერვისი 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ავტო/ტექ მომსახურეობაროგორც მსუბუქი, ისე სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვარკეთილი, თვალჭრელიძის მე-4 შესახვევი, #5

გსმ სერვისი აცხადებს ვაკანსიას საწყობის და მარაგების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

შესასრულებელი სამუშაო:

** კომპანიის სასაწყობე პოლიტიკის შემუშავება და მართვა;
** სასაწყობე განლაგების დაგეგმარება;
** საწყობში არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების მიღება-გაცემის, ნაშთების პროგრამულ მონაცემებთან და საბუღალტრო დოკუმენტაციასთან შედარება და სიზუსტის კონტროლი.
** კომპანიის საწყობებში არსებული ბრუნვის კონტროლი დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** ავტოსათადარიგო ნაწილებისთვის ნომენკლატურის/ბარკოდების მინიჭება და საწყობში განთავსება, ნომენკლატურული წარმოების გაკეთება ან დაშლა;
** მოთხოვნილი ნაწილის ობიექტზე ან ადგილზე მიწოდების უზრუნველყოფა;
** ნაწილის გადაცემასთან დაკავშირებული სააღრიცხვო დოკუმენტების კონტროლი;
** საწყობის პერიოდული (მინიმუმ კვარტალში ერთხელ) აღწერა, ფაქტობრივი მონაცემების შედარება ელექტრონულად აღრიცხულ მონაცემებთან;
** აღრიცხვის აქტების მომზადება, გაფორმება და დაარქივება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel პროგრამის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა;
** რომელიმე ERP პროგრამის ცოდნა/მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად).

დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: Hr@gsmservice.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე