Робота для біженців з України
გაყიდვების ანალიტიკოსი - საგურამო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების ანალიტიკოსი
მომწოდებელი: კამპა
გამოქვეყნდა: 08 ივნისი / ბოლო ვადა: 08 ივლისი
საწარმო "კამპა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ანალიტიკოსის პოზიციაზე.

დეპარტამენტი - გაყიდვები და ფინანსები
ლოკაცია: საგურამო (დასაწყისი)
სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 17:00 (ორშაბათი - პარასკევი)
ტრანსპორტირება: სარაჯიშვილის მეტროდან და დიდი დიღმის ტრასიდან

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების ყოველდღიური და ყოველკვირეული რეპორტების მომზადება;
** გაყიდვების მონაცემების დამუშავება და ERP სისტემაში ინფორმაციის სიზუსტის კონტროლი;
** კატეგორიებისა და სავაჭრო არხების მიხედვით მონაცემების დაჯგუფება და ანალიზში მხარდაჭერა;
** მონაცემების შეგროვება, ანალიზი და მონაცემთა ბაზების განახლება და კორექტირება;
** კლიენტებთან კომერციული შეთანხმების ხელშეკრულებების/დამატებით შეთანხმებების შექმნა, მოდიფიკაცია, ვადის გახანგრძლივება.
** კლიენტებთან კომერციული შეთანხმების შემდეგ პროცესის დროული ასახვა ERP სისტემაში და ბუღალტერიასთან მჭიდრო კომუნიკაცია;
** პრეზენტაციებსა და ანგარიშების მომზადებაში მხარდაჭერა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** უმაღლესი განათლება (ეკონომიკა, ფინანსები, მათემატიკა);
** FMCG სფეროში და ERP სისტემებში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** Power BI - ს და SQL-ის ცოდნა
** დიდი მონაცემთა ბაზების დამუშავების ცოდნა და გამოცდილება;

რას გთავაზობთ:

** ტრანსპორტირება სარაჯიშვილის მეტროდან
** წელიწადში 3 დამატებითი, ანაზღაურებადი Day Off;
** სტაბილური და მეგობრული სამუშაო გარემო
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@campa.ge

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ შპს ""კამპა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენი რეზიუმე ასევე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ პოზიციაზე და შესაძლოა შეინახოს ერთწლიანი ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე