Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=727513&print=yes&view=jobs
 
პროექტების მენეჯერი ფინანსური მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტების მენეჯერი ფინანსური მიმართულებით
მომწოდებელი: EBIT Group
გამოქვეყნდა: 08 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
ჰოლდინგური კომპანია "ებიტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერზე ფინანსური მიმართულებით.

"ებიტ ჯგუფი" არის ლიდერი საკონსულტაციო ჯგუფი ფინანსების მართვის მიმართულებით (http://www.ebit.ge).

ჩვენ უზრუნველყოფთ კომპანიების მომგებიანობის ზრდას, კომპანიების ფინანსურ სტაბილურობას, ვქმნით კომპანიის საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ მოდელებს და ვნერგავთ კონტროლისა და მართვის საერთაშორისო მეთოდებს.

ვემუშავებით 10-ზე მეტ ბიზნესს სექტორს და ვუზიარებთ ჩვენს მრავალწლიან გამოცდილებას.
ჩვენი მთავარი მისიაა ბიზნეს-კომპანიების ფინანსური სტაბილურობისა და მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლების უზრუნველყოფა მდგრადი განვითარებისთვის.

ჩვენ შევქმენით ფინანსების მართვის მაღალკვალიფიციური სტანდარტი.

ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვზრუნავთ თანამშრომლების სწავლებასა და განვითარებაზე, რათა მაქსიმალურად სწრაფად მიაღწიონ იმ ნიშნულს, რასაც ჰქვია "ექსპერტი ფინანსურ საკითხებში".

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: საოფისე
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
** დამატებითი პირობა: პროექტების მენეჯერი კვირაში რამდენიმე დღე მუშაობს კლიენტი კომპანიის ოფისში

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტი კომპანიების ფინანსური ანგარიშგებების მომზადება, ფინანსური ინდიკატორების შემუშავება და კონტროლი
** კლიენტი კომპანიების ფინანსურ პროგნოზირებაში აქტიური ჩართულობა, სხვადასხვა ფინანსური მოდელების მომზადება სტრატეგიული გადაწყვეტილებისა თუ ინვესტიციის ეფექტიანობის შეფასებისთვის
** კლიენტი კომპანიების ბიუჯეტების პროცესში ჩართულობა, ფაქტობრივი მონაცემების მიმდინარე და გასული პერიოდის ბიუჯეტთან შედარება და დასკვნების/რეკომენდაციების მომზადება
** კომპანიების ფულადი სახსრების დაგეგმვასა და მართვაში მონაწილეობის მიღება
** ბიზნესის შეფასების პროცესში მონაწილეობის მიღება
** სხვადასხვა ანალიტიკური რეპორტების მომზადება
** კლიენტ-კომპანიებში რეპორტების პრეზენტაცია და რეკომენდაციების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით
** ფინანსური ანალიზის, ფინანსური მენეჯმენტის (ან ფინანსური აუდიტის) მიმართულებით 2-3 წლის სამუშაო გამოცდილება
** პროგრამა Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** განვითარებული მათემატიკური უნარები
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** განვითარებაზე ორიენტაცია
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი: ფინანსური ტერმინოლოგიისა და ანალიზის შედეგების არაფინანსისტებისთვის მარტივად და არგუმენტირებულად ახსნის უნარი.

რას გთავაზობთ:

** გამოცდილება სხვადასხვა ინდუსტრიაში: სხვადასხვა ინდუსტრიის ფინანსებთან მუშაობა უნიკალურ გამოცდილებას, რასაც სხვაგან წლები დასჭირდებოდა.
** პროფესიული ზრდა: IFRS სტანდარტების სასწავლო პროგრამის სრულ კურსის და კომპანიის სხვა კურსების გავლას
** კარიერული ტრანსფორმაცია: ანალიტიკოსიდან გადაწყვეტილების მიმღებ მენეჯერამდე სწრაფ ზრდას.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელმისამართზე: career@ebit.ge

განცხადებები მიიღება 2026 წლის 20 ივნისის ჩათვლით

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში თქვენ შესახებ ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით სხვა რელევანტურ პოზიციაზე განხილვის მიზნით, თუ არ გსურთ თქვენ შესახებ ინფორმაციის კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში განთავსება, გთხოვთ, მოგვმართოთ: career@ebit.ge. ამ ვაკანსიაზე რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია