|
დასახელება:
საკონდიტრო ქსელის გენერალური მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
One Point
|
|
გამოქვეყნდა: 08 ივნისი
/ ბოლო ვადა: 08 ივლისი
|
HR აუთსორსინგული კომპანია "One Point" პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას საკონდიტრო ქსელის გენერალური მენეჯერის პოზიციაზე.
დამსაქმებელი კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო პრემიუმ სეგმენტის კვებისა და სტუმარმასპინძლობის სექტორის ორგანიზაციას, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საკონდიტრო და საცხობი პროდუქციით. კომპანია წარმატებით ოპერირებს მრავალ ქვეყანაში და გამოირჩევა ძლიერი ბრენდით, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომითა და მაღალი საოპერაციო სტანდარტებით. ორგანიზაცია აქტიურად განაგრძობს საერთაშორისო გაფართოებას და უახლოეს პერიოდში საქმიანობას საქართველოს ბაზარზეც დაიწყებს. ამჟამად მიმდინარეობს გუნდის დაკომპლექტება, შერჩეულ კანდიდატებს ექნებათ პროფესიულ სწავლებებსა და შიდა გადამზადებებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.
** ინდუსტრია: საცხობი და საკონდიტრო ქსელი
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: ცვლიანი სამუშაო გრაფიკი, კვირის ჭრილში 45 საათის ოდენობით
ძირითადი ამოცანები:
** ქსელის მენეჯერებთან მჭიდრო თანამშრომლობა საცხობის ყოველდღიური ოპერაციებისა და თანამშრომლების მართვის პროცესში
** ობიექტების შედეგების ანალიზი, მომხმარებელთა მომსახურებასთან დაკავშირებული პრობლემების სწრაფი იდენტიფიცირება და გადაჭრა, მაღალი მომსახურების სტანდარტის უზრუნველყოფა
** სახელფასო პროცესების მართვა და ადგილობრივი შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვა
** ყოველდღიური ფინანსური ანგარიშგების, სალარო ოპერაციების, ფინანსური აუდიტისა და ობიექტის მომგებიანობის მართვა
** შრომითი და პროდუქტის ხარჯების კონტროლი კომპანიის სტანდარტების შესაბამისად
** მენეჯერების მენტორობა და ზრდის შესაძლებლობების მხარდაჭერა
** თანამშრომლების დატრენინგება, შეფასება და უკუკავშირი, დაწინაურებისა და ანაზღაურების პროცესების მონიტორინგი
** დესერტების მარაგებისა და წარმოების გრაფიკების მართვა
** BOH (Back of House) ტრენინგების, გრაფიკების, უნარების განვითარების და ახალი პროდუქტების დანერგვის პროცესის მართვა
** მცხობლებთან და დეკორატორებთან თანამშრომლობა პროდუქციის სტანდარტების, რეცეპტების, უსაფრთხოების წესებისა და კომპანიის პოლიტიკის დაცვის უზრუნველსაყოფად
** ტექნიკური აღჭურვილობის გამართული მუშაობისა და მოვლის, ასევე სანიტარული და უსაფრთხოების ნორმების კონტროლი
** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის მომზადების, გამოცხობისა და დეკორირების პროცესში ჩართვა
** ობიექტის ვიზუალური პრეზენტაციისა და პროდუქციის განლაგების კონტროლი კომპანიის სტანდარტების შესაბამისად
** მომხმარებელზე ორიენტირებული და მაღალი ხარისხის მომსახურების მაგალითის მიცემა როგორც ობიექტში, ასევე საზოგადოებაში
** კომპანიის პოლიტიკებისა და პროცედურების შესრულების უზრუნველყოფა თანამშრომელთა სახელმძღვანელოს შესაბამისად
** პოზიტიური და მხარდამჭერი სამუშაო გარემოს შექმნა, დისციპლინური პროცესების მართვა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება უსაფრთხო და პროდუქტიული სამუშაო გარემოს შესანარჩუნებლად
** სანიტარული, ტექნიკური, უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტების შესრულების კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
** კვების ან საცალო მომსახურების სფეროში 5-10 წლიანი გენერალური მენეჯერული გამოცდილება, მინიმუმ 20 თანამშრომლის მართვის გამოცდილებით
** ძლიერი ლიდერული უნარები - სხვადასხვა ტიპის თანამშრომლების მოტივაციის, შთაგონებისა და განვითარების უნარი
** პრობლემების გადაჭრის უნარები
** სურსათის უვნებლობის ადგილობრივი სერტიფიკატის ფლობა
** Microsoft Office-ის, POS სისტემებისა და ინტერნეტ ნავიგაციის საშუალო დონეზე ცოდნა
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარე რეზიუმე ელფოსტაზე - hr@onepoint.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია ვან ფოინთს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშაოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს - ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.
One Point HR Outsourcing არის HR აუთსორსინგული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც პარტნიორ ორგანიზაციებს HR მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანია გამოირჩევა თანამედროვე HR პრაქტიკებითა და სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებით. One Point ფლობს ISO 9001 სერტიფიკატს, რაც მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს. კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: www.onepoint.ge
|
|
|
|