Робота для біженців з України
მთავარი მცხობელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი მცხობელი
მომწოდებელი: One Point
გამოქვეყნდა: 08 ივნისი / ბოლო ვადა: 08 ივლისი
HR აუთსორსინგული კომპანია "One Point" პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას მთავარი მცხობლის პოზიციაზე.

დამსაქმებელი კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო პრემიუმ სეგმენტის კვებისა და სტუმარმასპინძლობის სექტორის ორგანიზაციას, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საკონდიტრო და საცხობი პროდუქციით. კომპანია წარმატებით ოპერირებს მრავალ ქვეყანაში და გამოირჩევა ძლიერი ბრენდით, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომითა და მაღალი საოპერაციო სტანდარტებით. ორგანიზაცია აქტიურად განაგრძობს საერთაშორისო გაფართოებას და უახლოეს პერიოდში საქმიანობას საქართველოს ბაზარზეც დაიწყებს. ამჟამად მიმდინარეობს გუნდის დაკომპლექტება, შერჩეულ კანდიდატებს ექნებათ პროფესიულ სწავლებებსა და შიდა გადამზადებებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.

** ინდუსტრია: საცხობი და საკონდიტრო ქსელი
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: ცვლიანი სამუშაო გრაფიკი, კვირის ჭრილში 45 საათის ოდენობით
** სუბორდინაცია: პოზიცია ექვემდებარება გენერალურ მენეჯერს

ძირითადი ამოცანები:

** წარმოების დაგეგმვა ყოველდღიური მარაგებისა და ლოკაციის მოთხოვნების შესაბამისად
** საწარმოო ჩანაწერების წარმოება: წარმოების ჟურნალები, დანაკარგების ანგარიშები, ინვენტარის დოკუმენტაციები და BOH (Back of House) წარმოების სიები
** მცხობლების, ტორტების დეკორატორებისა და Prep Cook-ების ზედამხედველობა
** სამუშაო პროცესის მართვა, თანამშრომლების გადამზადება და პროდუქტის შესრულების ხარისხის კონტროლი კომპანიის BOH სახელმძღვანელოს სტანდარტების მიხედვით
** სამუშაო სივრცის სანიტარიული ნორმების დაცვა მუშაობის პროცესში და დასრულების შემდეგ
** გამომცხვარი პროდუქციის მაღალი ხარისხის, ერთგვაროვნების, ვიზუალური სტანდარტისა და გემოს უზრუნველყოფა
** კომპანიის რეცეპტებისა და სტანდარტების შესაბამისად სტაბილური და ზუსტი შესრულების უზრუნველყოფა
** თანამშრომლებისთვის საკვების უსაფრთხო დამუშავებისა და აღჭურვილობის უსაფრთხოდ გამოყენების წესების სწავლება
** მიქსერებისა და სხვა ტექნიკის სწორად მუშაობის კონტროლი, გამოყენება და თანამშრომლების ინსტრუქტაჟი
** სამუშაო სივრცის სანიტარიული ნორმების დაცვა მუშაობის პროცესში და დასრულების შემდეგ

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები"

** საცხობი პროდუქციის მომზადების მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება
** სასურველია აკრედიტებული სასწავლებლის დიპლომი ცხობის ან კონდიტერიის მიმართულებით
** სურსათის უვნებლობის ადგილობრივი სერტიფიკატის ფლობა
** ლიდერული უნარები - სხვადასხვა ტიპის თანამშრომლების მოტივაციის, განვითარების და მართვის უნარი
** მრავალფუნქციურ გარემოში სწრაფ და ინტენსიურ სამუშაო ტემპთან ადაპტაციის უნარი
** პრობლემების გადაჭრის უნარები
** პრაქტიკული, მოქნილი და სწრაფად რეაგირებადი მიდგომა
** კომპანიის პოლიტიკებისა და პროცედურების დაცვა
** პოზიციის მოლოდინებისა და პასუხისმგებლობების მკაფიო გააზრება
** სასურველია კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარე რეზიუმე ელფოსტაზე - hr@onepoint.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია ვან ფოინთს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშაოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს - ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.

One Point HR Outsourcing არის HR აუთსორსინგული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც პარტნიორ ორგანიზაციებს HR მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანია გამოირჩევა თანამედროვე HR პრაქტიკებითა და სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებით. One Point ფლობს ISO 9001 სერტიფიკატს, რაც მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს. კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: www.onepoint.ge

 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე