Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=727327&print=yes&view=jobs
 
ექთანი ფლებოტომისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექთანი ფლებოტომისტი
მომწოდებელი: ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ექთანი ფლებოტომისტი თბილისში.

ჩვენს შესახებ

"გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" წარმოადგენს უახლესი თაობის სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ტრადიციული ქირურგიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სინთეზით იქმნება ზუსტი, უსაფრთხო და პაციენტზე ორიენტირებული გარემო.

ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე რობოტული ქირურგიის სისტემებით და რომელსაც აძლიერებს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა გუნდი, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ პაციენტების ჯანმრთელობაზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.

სამუშაო დრო და ადგილი:

** მისამართი: თბილისი კ. ჩაჩავას ქუჩა N1
** სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე; 09:00-18-00 საათამდე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტისთვის ვენიდან სისხლის აღება
** აღებული მასალის შესაბამის სინჯარაში მოთავსება წესების დაცვით
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამედიცინო განათლება ან ექთნის კვალიფიკაცია;
** პაციენტებთან მუშაობის გამოცდილება;
** ვენიდან სისხლის აღების გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვით ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე hr@mmt.ge

ტელ: 555511472

http://www.mmt.ge/
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია