Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=727320&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: კავკასიის გათბობა-გაგრილების კომპანია
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
შპს "კავკასიის გათბობა-გაგრილების კომპანია" - TCL-ის გაგრილების სისტემების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში, აზერბაიჯანში და სომხეთში აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგული კამპანიების მომზადება და განხორციელება ონლაინ და ოფლაინ არხებში
** ბრენდის ცნობადობის და პროდუქციის პოზიციონირების მხარდაჭერა
** სარეკლამო და პრომო მასალების მომზადების პროცესის კოორდინაცია
** სოციალური მედიის, ვებგვერდის და ციფრული არხების კონტენტის დაგეგმვა და მართვა
** პარტნიორებთან, სააგენტოებთან, მომწოდებლებთან და დიზაინერებთან კოორდინაცია
** ღონისძიებების, გამოფენების და პრეზენტაციების ორგანიზებაში მონაწილეობა
** გაყიდვების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა ლიდების გენერაციისა და პროდუქციის მხარდაჭერის მიზნით
** ბაზრის, კონკურენტების და მომხმარებლის ქცევის ანალიზი
** მარკეტინგული აქტივობების შედეგების შეფასება და ანგარიშგება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის, კომუნიკაციების ან მონათესავე მიმართულებით
** მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება
** ციფრული მარკეტინგის, სოციალური მედიის და კონტენტ მენეჯმენტის პრაქტიკული გამოცდილება
** სასურველია გამოცდილება B2B სექტორში ან ტექნიკური პროდუქციის მარკეტინგში
** ბაზრის კვლევის, ანალიტიკის და ანგარიშგების უნარი
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა; გრაფიკულ მასალებთან ან CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ძლიერი საკომუნიკაციო და პრეზენტაციის უნარები
** ორგანიზებულობა, კრეატიულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 10-დან 18 საათამდე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სატივის ქუჩა #2

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@tclcaucasus.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია