|
დასახელება:
მსუბუქი ტექნიკის სერვისის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
გსმ სერვისი
|
|
გამოქვეყნდა: 05 ივნისი
/ ბოლო ვადა: 05 ივლისი
|
კომპანია "გსმ სერვისი" 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ავტო/ტექ მომსახურეობა როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით.
კომპანია "გსმ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას მსუბუქი ტექნიკის სერვისის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვარკეთილი, თვალჭრელიძის მე-4 შესახვევი, #5
სამუშაო განაკვეთი: სტანდარტული;
სამუშაო აღწერილობა: მსუბუქი ავტომობილების ხარისხიანი და კვალიფიციური ავტოსარემონტო სერვისით უზრუნველყოფა
შესასრულებელი სამუშაო:
** სერვისის მსუბუქი ავტომობილების სექციის ტექნიკური რესურსის და სამუშაო ძალის დაგეგმარება, არსებული გამოწვევების და კონტრაქტების შესაბამისად;
** მსუბუქი მანქანების სერვისში მიღება, რეგისტრაცია, დიაგნოსტირება და ტექნიკური გამართვა;
** სერვისში არსებული მსუბუქი ავტომობილების პროფილაქტიკური სამუშაოს გაწევის ვადებისა და ხარისხის კონტროლი;
** მსუბუქი ავტომობილებისათვის გაწეული სერვისის სამუშაოების აღრიცხვა;
** მსუბუქი ავტომობილის სათადარიგო ნაწილების საჭიროების გამოვლენა და შესყიდვების განყოფილებისთვის ინფორმაციის მიწოდება და შესყიდვის მოთხოვნა;
** უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი ხელოსნების შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel პროგრამის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ავტოსატრანსპორტო საშუალებების მაღალ ტექნიკურ დონეზე ცოდნა;
** რომელიმე ERP პროგრამის ცოდნა/მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად).
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ ქართულ ენაზე CV მისამართზე: hr@gsmservice.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
|
|
|
|