|
დასახელება:
მთავარი ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
ქალაქური
|
|
გამოქვეყნდა: 05 ივნისი
/ ბოლო ვადა: 05 ივლისი
|
"ქალაქური" წარმოადგენს ქართულ კომპანიას, რომელიც უკვე 15 წელია წარმატებით მოღვაწეობს ბაზარზე. მისი ძირითადი საქმიანობაა როგორც ქართული, ასევე იმპორტირებული ხილის, ნუშის, ფისტას, ქეშიუს, სხვადასხვა სახეობის ჩირების წარმოება, დისტრიბუცია.
"ქალაქური" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება მოქმედ სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში;
** ყოველთვიური დეკლარაციებისთვის ინფორმაციის მომზადება, სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში გადაგზავნა/წარდგენა, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
** თვის დახურვის ოპერაციების/ნაშთების კონტროლი;
** ძირითადი საშუალებების და მასთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო ბაზაში;
** დებიტორ/კრედიტორების ვალდებულებების კონტროლი.
** სხვა ბუღალტრული საქმიანობის წარმოება, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე
** სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი ფორმების მომზადება და წარდგენა;
** ფინანსური ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (3-დან 5 წლამდე)
** აუცილებელია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია წარმოებასა და სადისტრიბუციო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
უნარ-ჩვევები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
პირობები:
** სამუშაო საათები: 10:00-18:00
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
** ოფისის მისამართია - თბილისი, თემქა, ავშნის 88
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: qalaqurivc@gmail.com
ტელ: 593 94 95 15
"ქალაქური" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|