Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=727259&print=yes&view=jobs
 
ტენდერი სარეკლამო მონიტორის შესყიდვის თაობაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი სარეკლამო მონიტორის შესყიდვის თაობაზე
მომწოდებელი: ავერსის კლინიკა
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
თანდართული ფაილი: 727259_Attachments_3468316.zip
შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს ტენდერს სარეკლამო მონიტორის შესყიდვის თაობაზე

სარეკლამო მონიტორის (კონფიგურაცია):

1. ეკრანის ზომა (მიახლოებითი): 3.0 მ X 1.7 მ;
2. ტიპი: გარე მონტაჟისთვის განკუთვნილი LED ეკრანი (Outdoor LED Display);
3. ტექნოლოგია: Full Color SMD LED Technology;
4. პიქსელის ზომა (Pixel Pitch): არაუმეტეს P4 / P5;
5. პიქსელების სიმკვრივე (მინ): 40, 000 dots/m2;
6. სიკაშკაშე (მინ): მინიმუმ 5000-6500 cd/m2;
7. განახლების სიხშირე (Refresh Rate): მინიმუმ 3840Hz;
8. კონტრასტულობა: მინიმუმ 5000:1;
9. ხედვის კუთხე: Horizontal ≥140° Vertical ≥120°;
10. დაცვის კლასი: მინიმუმ IP65 (წინა მხარე), IP54 ან მეტი (უკანა მხარე);
11. სამუშაო ტემპერატურა: -20°C-დან +50°C-მდე;
12. ენერგომოხმარება: საშუალო და მაქსიმალური ენერგომოხმარების მითითებით;
13. სამუშაო ძაბვა: 220 VAC, 50/60Hz;

14. მართვის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს:

** დისტანციურ მართვას;
** კონტენტის ონლაინ განახლებას;
** ვიდეო/სურათი/ტექსტის მხარდაჭერას;
** ავტომატურ სიკაშკაშის რეგულირებას (Brightness Sensor);

15. კაბინეტის ტიპი: ალუმინის ან კოროზიისგან დაცული მეტალის კაბინეტი;
16. სერვისის ტიპი: Front Service ან Front/Rear Maintenance Support;
17. მწარმოებლის მიერ გამოქვეყნებული დეტალური ტექნიკური აღწერილობა (Product Specifications) სავალდებულოა;
18. სერტიფიკატები: CE / FCC / RoHS შესაბამისობა;
19. გარანტია: მინიმუმ 3 წელი;
20. მოწოდებისა და მონტაჟის ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 60 კალენდარული დღე;

21. შესასრულებელი სამუშაო მოიცავს:

** ძველი მონიტორის დემონტაჟს;
** ახალი მონიტორის სრულ მონტაჟს;
** კონსტრუქციის გამაგრების/ადაპტაციის სამუშაოებს;
** ელექტრო კვების მიერთებას;
** სისტემის გაშვებასა და ტესტირებას;

22. ტრენინგი/ინსტრუქცია: მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მინიმუმ 1 ტრენინგი;
23. გარანტიის შემდგომი სერვისული მხარდაჭერა: მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გარანტიის შემდგომი სერვისული მომსახურების შესაძლებლობა. სერვისული ხელშეკრულების პირობები, რეაგირების ვადები, მომსახურების ტიპები და ღირებულება შეთანხმებული უნდა იქნას აღნიშნული ტენდერის ფარგლებში;
24. მოწოდების ადგილი: ქ. რუსთავი; მესხიშვილის ქ. #5.

თანდართული დოკუმენტები:

** აფიდავიტი მოცემულია დანართში #2;
** ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მოცემულია დანართში No3;

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში, ავანსის შემთხვევაში, მოეთხოვება წარადგინოს შემსყიდველისათვის მისაღები ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენა - საავანსო თანხის ღირებულების ოდენობით.

ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონული სისტემის eTenders.ge-ს საშუალებით 2026 წლის 17 ივნისის, 15:00 სთ-მდე უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

** განფასება;
** პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
** საბანკო რეკვიზიტები (ბანკის მიერ გაცემული ბეჭდიანი ცნობის სახით);
** შევსებული აფიდავიტი დანართის No2 სახით;
** ბოლო სამი წლის განმავლობაში, პრეტენდენტის მიერ მიწოდებული ანალოგიური აღჭურვილობის სია და ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაცია;

წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილი უნდა იქნას პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ.

პრეტედენტს, მყიდველის მოთხოვნით, შესაძლებელია დამატებით მოეთხოვოს შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:

** ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა პრეტენდენტი დღგ-ს გადამხდელი/არაგადამხდელი;
** ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
** ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
** ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
** ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 დღე);
** ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
** საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი";

შენიშვნა: პრეტენდენტს, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული შ.პ.ს. "ავერსის კლინიკა"-ს მიერ ბოლო 2 თვის განმავლობაში ჩატარებულ ტენდერში და წარმოდგენილი აქვს ზემოაღნიშნული საბუთები, არ ევალება მოცემულ ტენდერში მონაწილეობისათვის დამატებით წარმოადგინოს მითითებული დოკუმენტაცია, გარდა პრეტენდენტის მიერ მიწოდებული ანალოგიური საქონლის სიის, არანაკლებ ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაციისა და აფიდავიტისა.

წინამდებარე გამონაკლისი არ ვრცელდება იმ პრეტენდენტზე, რომლის მონაცემებშიც შევიდა ცვლილება მითითებული პერიოდის განმავლობაში.

მყიდველის მოთხოვნით, ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე, პრეტენდენტებს ასევე შესაძლებელია მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

შენიშვნა: ტენდერი ტარდება "1 კონვერტის პრინციპით", რომელიც არ ითვალისწინებს ვაჭრობის ეტაპს 1.

შესაბამისად, პრეტენდენტ (ებ)ის მიერ სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს მათ მიერ მოწოდებული საქონლის საბოლოო ღირებულება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ტენდერის დასრულების შემდეგ პრეტენდენტი ვერ შეძლებს ტენდერის ფარგლებში დაფიქსირებული საქონლის ღირებულების შემცირებას.

წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტენდენტ (ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში. ამასთან, წინამდებარე სატენდერო განცხადების საფუძველზე პრეტენდენტ (ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტენდენტ (ებ)ის თანხმობას აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს:

1) გურამ ნაჭყებია

"ავერსის კლინიკა"-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის მენეჯერი

ტელ: 577 27 47 57

ელ.ფოსტა: Guram.Nachkebia@aversi.ge

2) ანი მამუჩიშვილი

"ავერსის კლინიკა"-ს შესყიდვების სამსახურის უფროსი

ტელ: 5 77 21 77 99

ელ.ფოსტა: ani.mamuchishvili@aversi.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია