Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=727238&print=yes&view=jobs
 
ბარისტა-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა-კონსულტანტი
მომწოდებელი: Julius Meinl
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
ავსტრიული ბრენდი "იულიუს მაინლი"-ს წარმომადგენლობა საქართველოში შ.პ.ს "პრემიუმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას Vienna Corner/ვიენა ქორნერის ბარისტა-კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ფუნქცია მოვალეობები:

** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
** შოურუმში არსებული პროდუქციის შეთავაზება და რეალიზაცია;
** სასმელების მომზადება კლიენტებისთვის კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების დაცვით;
** მომხმარებლის ინფორმირება პროდუქციის ასორტიმენტთან, შიგთავსთან დაკავშირებით;
** პროდუქციის ვარგისიანობის ვადების კონტროლი;
** გაყიდული პროდუქციის პროგრამაში ასახვა;
** მომხმარებლის ინფორმირება მიტანის/შეკვეთის ან სხვა სახის სერვისებთან დაკავშირებით;
** მიღებული პროდუქციის დათვლა (ინვენტარიზაცია) და ნაშთების კონტროლი;
** სამუშაო გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა;
** მომსახურების სტანდარტების გაცნობა და დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (ინგლისურის ცოდნა აუცილებელი პირობაა)
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობა;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო გრაფიკი - გრაფიკით
ანაზღაურება - შეთანხმებით

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV ელ-ფოსტაზე juliusmeinloffice@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ვადა: 30.06.2026 წელი

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს პრემიუმ ტრეიდინგმა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. კომპანიამ შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია