|
დასახელება:
ბუღალტერ-ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
აუდიტერი
|
|
გამოქვეყნდა: 05 ივნისი
/ ბოლო ვადა: 05 ივლისი
|
შპს "აუდიტერი" აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც სთავაზობს სხვადასხვა კომპანიებს ხარისხიან და ეფექტურ აუდიტორულ, ბუღალტრულ და სხვა საკონსულტაციო მომსახურებებს. თანამშრომლობის სფეროები მოიცავს მშენებლობას, ვაჭრობას, წარმოებას, სამედიცინო სფეროს და სხვა.
შპს "აუდიტერი" თავისი პარტნიორი კომპანიისთვის ეძებს ბუღალტერ-ოპერატორს.
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აგლაძის ქუჩა
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-17:00); შაბათი (11:00-16:00)
** ანაზღაურება: 1500-2000 ლარი (NET)
ძირითადი უფლება-მოვალეობები:
** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების დამუშავება, როგორიცაა: რეალიზაციის შეკვეთების მიღება, დამუშავება და მასთან დაკავშირებული ყველა პირველადი დოკუმენტაციის წარმოება, მონიტორინგი (სასაქონლო ზედნადებები / ანგარიშ-ფაქტურები / ინვოისები);
** სასაქონლო-მატერიალურ მარაგთან დაკავშირებული სამუშაო პროცესების წარმოება (უკან დაბრუნებები / საწყობებს შორის შიდა გადაადგილებები / პროდუქციის ჩამოწერა);
** სალაროს ოპერაციების წარმოება, მონიტორინგი და ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებების შესრულება;
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება და მეტი;
** საოფისე პროგრამების MS Office ცოდნა, უპირატესობა მიენიჭება Excel-ის კარგ ცოდნას;
** შემოსავლების სამსახურის პორტალზე (RS.GE-ზე) მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** აუცილებელია პროგრამა Oris-ში ან სხვა ბუღალტრულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
ჩვენ გთავაზობთ: კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე: auditerainfo@gmail.com (წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება).
|
|
|
|