|
დასახელება:
უფროსი მოლარე-ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
სასტუმრო კრისტალი
|
|
გამოქვეყნდა: 05 ივნისი
/ ბოლო ვადა: 05 ივლისი
|
5 ვარსკვლავიანი სასტუმრო "კრისტალ ჰოტელ & სპა" მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანში, თბილისიდან 185 კმ-ში და დიდველის სასრიალო საბაგიროდან რამდენიმე წუთში. კრისტალის საკურორტო ზონა აერთიანებს გონდოლებიან და ნახევრად ღია სავარძლის ტიპის საბაგიროს, 6 კმ-იან სათხილამურო ტრასას, საციგურაო მოედანს, კაფე-ბარებსა და რესტორნებს, საცურაო აუზს, სპა და ფიტნეს ცენტრს, ტყე-პარკს - სასეირნო ბილიკებითა და მოსასვენებელი ფანჩატურებით.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://hotelcrystal.ge/
დღეს სასტუმრო კრისტალის სამუშაო გუნდი 150-მდე თანამშრომელს ითვლის, სეზონზე კი ეს ციფრი 300-მდე იზრდება. ამჟამად ვეძებთ გუნდის ახალ წევრს უფროსი მოლარე-ბუღალტრის თანამდებობაზე შემდეგი პირობებით:
სამუშაო ადგილი: ბაკურიანი, დიდველი, მიმდებარე ტერიტორია
ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციიდან გამომდინარე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ნაღდი ფულისა და ფასეულობების დათვლა, შემოწმება და შენახვა;
** ინკასაციის ოპერაციების წარმოება;
** სალაროს ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
** ნაღდი ფულის მიღება/გაცემა სალაროდან;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება თავისი მოვალეობის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია აღნიშნულ ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Office-ის ცოდნა;
** აუცილებელია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარები:
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
გუნდის ახალ წევრს ჩვენ ვთავაზობთ:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი კარიერული ზრდისა და განვითარებისთვის.
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს);
** გასაუბრება HR მენეჯერსა და დირექტორთან.
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და ამასთანავე, აკმაყოფილებთ მის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: tamarilomidze09@gmail.com.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება.
შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ ჰოტელს მენეჯმენტ გრუპ HMG-ის მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით, შესაძლოა, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ თანამდებობაზეც.
ჰოტელს მენეჯმენტ გრუპ HMG მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|