Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=727132&print=yes&view=jobs
 
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი - დასავლეთ საქართველო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სურსათის უვნებლობის სპეციალისტი
მომწოდებელი: SMG - Safety Management Group
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
"SMG - Safety Management Group" 2019 წლიდან წარმატებით საქმიანობს შრომის უსაფრთხოების, სურსათის უვნებლობისა და საკონსულტაციო მომსახურების სფეროში. კომპანია პარტნიორ ორგანიზაციებს სთავაზობს HACCP-ის სისტემის შემუშავებასა და დანერგვას, სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას, შრომის უსაფრთხოების სისტემების მართვას, შრომითი უფლებების სისტემის გამართვას, - ტრენინგებსა და პროფესიულ კონსულტაციებს.

დღეს SMG 500-მდე პარტნიორი ორგანიზაციის ნდობით სარგებლობს და წარმოადგენს ერთ-ერთ სწრაფად მზარდ საკონსულტაციო კომპანიას საქართველოში.

https://www.facebook.com/share/18NC7d6tjL/?mibextid=wwXIfr
https://smgroup.ge/

ჩვენ ვეძებთ სურსათის უვნებლობის სპეციალისტს, რომელიც დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ჩაერთვება პარტნიორი ორგანიზაციების სურსათის უვნებლობის სისტემის (HACCP) დანერგვის და მონიტორინგის პროცესში.

სამუშაო ადგილი: დასავლეთ საქართველო (იმერეთი, გურია, აჭარა, სამეგრელო)
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

** პარტნიორ ორგანიზაციებში სურსათის უვნებლობის სისტემების (HACCP) დანერგვისა და მართვის პროცესებში მონაწილეობა;
** სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება და მონიტორინგი;
** სურსათის უვნებლობის სისტემებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემუშავება, განახლება და წარმოება;
** ობიექტებზე ვიზიტების განხორციელება, შეფასებებისა და შიდა აუდიტების ჩატარება;
** შეუსაბამობების გამოვლენა, რისკების შეფასება და მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა;
** პარტნიორი კომპანიების თანამშრომლებისთვის ტრენინგების, ინსტრუქტაჟებისა და საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება;
** სურსათის უვნებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობისა და მარეგულირებელი მოთხოვნების მონიტორინგი;
** შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი;
** პარტნიორი კომპანიებისთვის პროფესიული მხარდაჭერისა და კონსულტაციების გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურსათო ტექნოლოგიების, კვების მრეწველობის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ვეტერინარიის, აგრონომიის ან მომიჯნავე მიმართულებით;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სურსათის უვნებლობის, ხარისხის მართვის, აუდიტის ან საკონსულტაციო მიმართულებით;
** HACCP-ის პრინციპებისა და სურსათის უვნებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა;
** აუდიტისა და ინსპექტირების პროცესების საბაზისო ცოდნა;
** MS Office-ის პროგრამების ეფექტურად გამოყენების უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** საკუთარი ავტომობილის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** პროფესიული განვითარებისა და სწავლის სურვილი.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას;
** მუდმივ პროფესიულ მხარდაჭერასა და სწავლების შესაძლებლობას;
** მეგობრულ, დინამიკურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებასა და მოტივაციის სისტემას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@smgroup.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: "სურსათის უვნებლობის სპეციალისტი - დასავლეთ საქართველო".

გასაუბრება ჩატარდება ონლაინ პლატფორმის საშუალებით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია