Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=727061&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ართთაიმი
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
შპს "ართთაიმი" (https://www.arttime.ge/) დაარსდა 1999 წელს, თბილისში. ის იყო პირველი კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა, რომ შვეიცარიული საათი მარტივად ხელმისაწვდომი ყოფილიყო ადგილობრივი მომხმარებლისთვის და ქართულ ბაზარზე შემოიყვანა ცნობილი შვეიცარიული საათების ბრენდები. დღეს შპს "ართთაიმი" არის წამყვანი კომპანია საქართველოში წარმოდგენილი Swiss Made Watches სექტორში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** საქართველოს კანონმდებლობის და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საბუღალტრო-ფინანსური აღრიცხვის უზრუნველყოფა.
** ბუღალტრული ჩანაწერების, ფინანსური და სხვა ანგარიშების მომზადება, ანალიზი.
** საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში და ნაშთის კონტროლი.
** RS პორტალიდან შესყიდვის ოპერაციების გატარება პროგრამაში.
** ფიზიკური პირების მომსახურებების ასახვა პროგრამულად.
** მივლინების თანხების გადატანა ხარჯის ანგარიშზე შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.
** მოიჯარე კომპანიებთან ყოველთვიური რეალიზაციების გაგზავნა.
** გაცემული ხელფასების, დაზღვევისა და დივიდენდების დარიცხვა შესაბამის ანგარიშებზე.
** დებიტორ/კრედიტორი ორგანიზაციების კონტროლი.
** სტატისტიკური მონაცემების შევსება შესაბამის პორტალზე.
** ფინანსური წლის/თვის/კვარტლის დახურვის პროცესის წარმართვა.
** საბუღალტრო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის შენახვა და დაარქივება.
** საჭიროების შემთხვევაში, დირექტორის და უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით.
** მინიმუმ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე.
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილი ცოდნა.
** დეკლარაციების დამუშავების გამოცდილება.
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა.
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
** მონაცემთა ანალიზის უნარი.
** ორგანიზებული.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** სამედიცინო დაზღვევა.
** კომფორტულ სამუშაო გარემოს.
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
** ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას.

კომპანია "ართთაიმის" შეთავაზებით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელმისამართზე: hr@arttime.ge და "Subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (" ბუღალტერი").

თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ართთაიმის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ართთაიმის" ბაზაში 1 (ერთი) წლის ვადით.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია