Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=727034&print=yes&view=jobs
 
ბელბოი/დამხმარე თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბელბოი/დამხმარე თანამშრომელი
მომწოდებელი: სონნივა ჯორჯია
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
შპს "Sonniva Georgia" აცხადებს ვაკანსიას ბელბოის (დამხმარე თანამშრომელი) პოზიციაზე.

კომპანია "სონნივა ჯორჯია" არის ავეჯის აქსესუარების მაღაზია, რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2014 წლიდან. კომპანია იზრდება სწრაფი ტემპით, რითაც უქმნის დასაქმებულს სტაბილურ და პერსპექტივების მქონე გარემოს.

ხელფასი: 1000 ლარი (ხელზე ასაღები)
სამუშაო საათები: 09:00-18:00, დღე გამოშვებით
დასვენების დღე: შაბათი და კვირა.
ბენეფიტები: კვება, კონკურენტუნარიანი ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი, ტრანსპორტირება.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების დახმარება შეძენილი პროდუქციის მოკლე მანძილზე გადატანაში;
** პროდუქციის უსაფრთხოდ ჩატვირთვა მომხმარებლის ავტომობილში;
** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის გადატანა სავაჭრო სივრციდან გაცემის ზონამდე;
** პროდუქციის გადატანისა და ჩატვირთვის პროცესში სიფრთხილის ნორმების დაცვა;
** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის ცოდნა (სრულყოფილად);
** რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა (სასურველია)

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: admin@sonniva.ge

მისამართი: თბილისი, ავჭალა, შუშია ქუჩა 38.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია