Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=726991&print=yes&view=jobs
 
საწყობის ვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის ვაიზერი
მომწოდებელი: რენეკო
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
"რენეკო" წარმოადგენს აგრო ინდუსტრიის სფეროში ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიას, რომლის ისტორია დაიწყო მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული მწარმოებლებისა და განსაკუთრებული მეურნეობების აღმოჩენით, სადაც შემონახულია რეგიონისთვის დამახასიათებელი პროდუქტების ენდემური ჯიშები და უნიკალური სახეობები. აღნიშნული აღმოჩენების გაერთიანებით კომპანიამ შექმნა ორგანიზებული ჰაბი, რომელმაც აქტუალური გახადა ისტორიული საკვები კულტურები და გარდაქმნა პროგრესულ ბრენდებად.

კომპანიის ლოჯისტიკური სისტემა მოიცავს გამართულ სასაწყობე და მოქნილ სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურას, რომელიც ქვეყნის ყველა ქსელურ სუპერმარკეტს უზრუნველყოფს გამართული მომსახურებებით. ხოლო მომხმარებლებისათვის შექმნილია გამორჩეული ჰოლისტიკური გამოცდილება, სადაც თავმოყრილია ჰიგიენური სტანდარტები, ვიზუალური რეპრეზენტაცია, თანამედროვე სერვისი და მარკეტინგული კომუნიკაცია.

ბრენდები: აგროფაი, სოლარისი, ჩემი მარაგი, შენი კალათი, საკმაზი.
პარტნიორები: აგროჰაბი, გუდვილი, კარფური, ნიკორა, ფრესკო, უნივერსამი, სპარი, ევროპროდუქტი, ვეი მარტი, ზღაპარი, მაგნიტი, მადაგონი, ორი ნაბიჯი, ჯიბე, პსპ, ავერსი და სხვა.

(დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://www.facebook.com/reneco/)

კომპანია "რენეკო" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ვაიზერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება საწყობის მართვის ან ლოგისტიკის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი;
** MS Office პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel);
** ინვენტარიზაციისა და მარაგების მართვის პრინციპების ცოდნა;
** სასურველია პროგრამა APEX - ში მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში შემოსული პროდუქციის მიღების, შემოწმების (რაოდენობა/წონა) და სწორად დასაწყობების ორგანიზება;
** პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა და მონაცემების სიზუსტის კონტროლი;
** შეკვეთების დახარისხება, აგროვებისა და დისტრიბუციისთვის მომზადების პროცესის კოორდინაცია;
** გასაგზავნი პროდუქციის რაოდენობების სიზუსტის კონტროლი და საჭირო კორექტირების უზრუნველყოფა;
** დაბრუნებული პროდუქციის მართვა და შესაბამისი პროცესების კოორდინაცია;
** საწყობში არსებული მარაგების მუდმივი კონტროლი და პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება;
** მარაგების შევსების მიზნით მოთხოვნების (ორდერების) მომზადება და შესაბამის პირებთან კომუნიკაცია;
** საწყობის ინფრასტრუქტურისა და სამუშაო გარემოს გამართულობის კონტროლი;
** სარეკლამო და არაკომერციული პროდუქციის მდგომარეობის მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, სამუშაო პროცესის გადანაწილება და კონტროლი;
** შიდა პროცესების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და ეფექტურობის ზრდა;
** ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი 09:00-18:00, (შაბათი - ნახევარი სამუშაო დღე);
** სამუშაო საათები: 09:00 - 18:00;
** ანაზღაურება: 2000 ლარი

უნარები და კომპეტენციები:

** ორგანიზაციული და ლიდერული უნარები;
** დეტალებზე ორიენტაცია და მაღალი სიზუსტე;
** დროის ეფექტური მართვა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@reneco.ge.

"სათაურის" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს). მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია, დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადის. (პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ) საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ანდა განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: Vacancy@reneco.ge

 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია