|
დასახელება:
მძღოლ-დისტრიბუტორი
|
| მომწოდებელი:
ზუმერი
|
|
გამოქვეყნდა: 05 ივნისი
/ ბოლო ვადა: 04 ივლისი
|
კომპანია "ზუმერი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ დისტრიბუტორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (შაბათი-კვირა დასვენება), სამუშაო საათები - 12:00 - 20:00 სთ-მდე.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით.
ძირითადი მოვალეობები:
** ფილიალების მომარაგება შეკვეთების შესაბამისად;
** დანიშნულების ადგილას ტვირთების უსაფრთხოდ ტრანსპორტირება;
** საჭირო დოკუმენტაციის წარმოება;
** საქმიანობიდან გამომდინარე ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა B კატეგორია (მექანიკა);
** აუცილებელია მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მართვის გამოცდილება;
** თბილისის ქუჩებისა და უბნების ცოდნა;
** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:
** ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური;
** დისციპლინირებული;
** ენერგიული;
** კეთილსინდისიერი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
წარმატებას გისურვებთ!
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/CuQMAb7cnm
|
|
|
|