Робота для біженців з України
სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი
მომწოდებელი: აქსჯი
გამოქვეყნდა: 04 ივნისი / ბოლო ვადა: 04 ივლისი
შპს "აქსჯი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლის (პრარაბი) პოზიციაზე

სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით

მოვალეობები:

** სამშენებლო სამუშაოების განხორციელება საპროექტო და ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად;
** სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა, ვადების კონტროლი, მონიტორინგი, ცვლილებების შეტანა საჭიროების შემთხვევაში.
** პროექტზე დასაქმებული თანამშრომლების სამუშაო გეგმის გაცნობა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა;
** სამშენებლო მასალებისა და ხელსაწყოების მიღება, აღრიცხვა და სწორად გამოყენების კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოს მოცულობის აღრიცხვა.
** პროექტის მსვლელობის მართვა და კონტროლი/ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი მითითებების გაცემა

მოთხოვნები:

** სამუშაოთა მწარმოებლად მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** საპროექტო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის სწორად წაკითხვის უნარი;
** ტექნიკური და სამშენებლო წესებისა და ნორმების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** პრობლემების სწრაფად და ხარისხიანად გადაჭრის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: axgi.g85@gmail.com

საკონტაქტო: 551309050
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე